ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ ჩართულობით ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე უფუნქციო ყოფილი რესტორნის ნანგრევების დემონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შენობა, რომელიც ქალაქის შემოსასვლელში იყო განთავსებული, რამდენიმე წელია თავის ფუნქციას აღარ ასრულებდა და ნანგრევებად იყო ქცეული. მისი მძიმე ვიზუალური მდგომარეობა ცუდად აისახებოდა ქალაქის ამ მონაკვეთის იერსახეზე. ბორჯომის ქუჩა ქვეყნის აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი ნაწილების შემაერთებელი ცენტრალური მაგისტრალის...
გორის ციხის გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის მინით, არასამთავრობო სექტორი პეტიციას ამზადებს. ავტორები პეტიციას ახალ პლატფორმაზე - ichange.gov.ge - განათავსებენ, სადაც მოთხოვნის მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პეტიციას ამზადებს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, რომ გორის ციხე საკუთრებაში გორის მუნიციპალიტეტს გადაეცეს. პეტიციის მომზადების პროცესს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისი აორგანიზებს. სამუშაო პროცესში ჩართულია რამდენიმე ადგილობრივი...
ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე ბაზრის ტერიტორიიდან უნებართვო ჯიხურები აიღეს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. რვა ერთეული უნებართვო ჯიხური, რომლებიც სამელიორაციო არხის (ე.წ. შოლას) ზედაპირს ფარავდა და სტიქიის შემთხვევაში დამატებით საფრთხეს წარმოადგენდა, ხაშურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით აიღეს. ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ თანამშრომლებმა ჯიხურებისგან გათავისუფლებული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაიწყეს.
უდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. კერძოდ, გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის შვედეთის მოქალაქე, რომელიც ორსულად არის, და უკრაინის მოქალაქე. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ორი მათგანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე გადამოჰყავთ თბილისში. ამ ინფორმაციას ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 275-ე...
გუდაურში ე.წ გადასახედის  მონუმენტის პირველი ეტაპის  რეაბილიტაცია დასრულებულია. ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული მონუმენტი დახვდებათ. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პროექტის ფარგლებში გაკეთდა მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, მოხდა კონსტრუქციის გამაგრება. ასევე, მონუმენტამდე მისასვლელ  გზაზე ქვაფენილი დაიგო.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდა. განახლებული მუნუმენტი დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.  მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია მეორე ეტაპის...
ქალაქ ბორჯომში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები კვლავ გრძელდება. სრულად გაიწმინდა ჩარხისწყლის ხიდადან ღვარცოფგამტარამდე არსებული ტერიტორია, ასევე გოგიას ციხისა და გამარჯვების ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთი.  ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში მთლიანად გაიკაფა გზების მიმდებარე ფერდობები, ტერიტორიები გასუფთავდა ნაშალი მასალისგან, მიწისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. გამარჯვების ქუჩა კი, ზამთრის სეზონზე დაყრილი ტექნიკური მარილისა და ქვა-ღორღისაგან გაიწმინდა.  სამუშაოები დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით ხორციელდება, რომელშიც გამწვანებისა...
წმინდაწყალზე და ვერხვების დასახლებაში სკვერებში ფანჩატურებს დადგამენ. პროექტისთვის გორის მერიიდან 38 500 ლარი გამოიყო. თითო-თითო ფანჩატური კაჩინსკიის, ტყვიავისა და სუხიშვილის ქუჩებზე არსებულ დასასვენებელ პარკებში განთავსდება. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. პროექტის მიხედვით, რომელიც მერიის დაკვეთით შეადგინეს, სკვერებს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, ფანჩატურში კი, სკამები და მაგიდაა გათვალისწინებული. მცირე ზომის მოსასვენებელი ადგილი კონკრეტულად შემდეგ მისამართზე მოეწყობა: ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ, სუხიშვილის ქუჩის...
წინა სტატია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, გენგეგმის შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება, რომელსაც უცხოელი ექსპერტებიც დაესწრებიან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „მოვილაპარაკეთ, რომ შუალედურ ეტაპზე შევხვდებით იმ ექსპერტებს, რომლებიც შეფასების ნაწილზე მუშაობენ. ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ჩამოდიან და ჩაერთვებიან ამ საკითხების უკეთ წარმოჩენის, ახსნის, განმარტების პროცესში. ისინი წარმოადგენენ ევროპულ გამოცდილებას, რა მოთხოვნები უნდა წავუყენოთ ამ გეგმას...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი "სითი ინსტიტუტი-საქართველო" თბილისის მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას სთავაზობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, პარკირების საფასური ზონირების მიხედვით უნდა მოხდეს. სალუქვაძის განმარტებით, ქალაქის ცენტრში გადასახადი გარეუბანში პარკირებისგან უნდა განსხვავდებოდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციის საგუძველზე მერიას შევთავაზეთ პარკირების საათობრივი საფასურის დაწესება. კარგად ვიცით, რომ ერთწლიანი პარკირების საფასური 50 ლარია და...
ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქართული მარშის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მშვიდობიანად დასრულდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. როგორც ქართული მარშის წევრმა თქვა, შედეგი მიღწეულია და რამდენიმე თვეში გამოცხადდება კონკურსი, გამოიყოფა ადგილი და დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში დაიდგმება. ქართულმა მარშმა ძეგლის დადგმის მოთხოვნით საკრებულოს გასულ წელს წერილობით მიმართა. როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ პასუხში წერია, ქართული მარშის მოთხოვნა საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შემდეგ შევიდა, რის...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ მათ საკრებულოს უმრავლესობას ინიციატივით მიმართეს. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ, ბათუმის საკრებულომ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას წინადადებით მიმართოს და არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით აცნობოს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საკითხში საქართველოს გვერდში დაუდგეს. როგორც ქამადაძემ განაცხადა, აღნიშნული ასოციაცია ევროპის კონგრესის წევრია და მას უფლება...
სიტი პარკის გენერალურმა დირექტორმა ბინიამინ ლაჰავმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ის თბილისის მერიის მხრიდან უცხოელი ინვესტორის მიმართ არაკანონიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ცალხმრივად შეწყვიტა კონტრაქტი შ.პ.ს. სიტი პარკთან. გასაგებია რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სასიხარულო ყოფილიყო იმ მოქალაქეებისთვის ვინც ერთხელ მაინც დაჯარიმებულა. თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები პირველ რიგში პატივს ცემენ კანონმდებლობას...
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის მოხვდა. ინფორმაციას "Europa Nostra" ავრცელებს. ჰააგა/ლუქსემბურგი, 2018 წლის 15 მარტი - კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები დაასახელა: პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში, ალბანეთი; ვენის ისტორიული ცენტრი, ავსტრია; ბუზლუჟას მონუმენტი,...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ხონის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას. ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა: ხონის საკრებულომ 2014 წლის 15 სექტემბერს მიღებული N40 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი; მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://www.khoni.gov.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას; მიღებული დადგენილება არ...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ტყიბულის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას. ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა: ტყიბულის საკრებულომ 2015 წლის 18 ნოემბერს მიღებული N38 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი; მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://tkibuli.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას; მიღებული დადგენილება არ...
ზუგდიდის სამი საჯარო სკოლის შენობიდან მიმდინარე წელს დევნილებს გაიყვანენ,- ამის შესახებ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. შეხვედრაზე ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგმა წამოჭრა საჯარო სკოლის შენობებიდან დევნილების გაყვანის საკითხი, რაზეც კახა ფარცვანიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 სკოლიდან ამჟამად 5 შენობაში ცხოვრობენ დევნილები. დეპუტატ მარიამ ჯაშსა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ