24 მარტს სოფელ ჭალისსოფელში ძლიერი წვიმა და ქარი იყო, რის გამოც სოფელში მცხოვრები ერთადერთი ოჯახი სახურავის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა "მთის ამბებს" უთხრეს.
"ღამის 12 საათისთვის ქარმა სახლის სახურავი გადააგდო და სახლშიც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. კიდევ კარგი, ჩვენს მეზობლად მიტოვებული სახლია და იქ ერთ ოთახში შევაფარეთ თავი, ლეიბები და პლედები გავიტანეთ და იქ გავათენეთ", - თქვა დარიკო მურღოევმა.
ხის...
შუახევში სანერგე, საჩითილე, სანაშენე და აგროტექნიკის ცენტრი მოეწყობა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს სამინისტრო შუახევში სანერგე და აგროტექნიკის ცენტრს მოაწყობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 820 000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული პროექტი სამინისტროს 2017-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება და რამდენიმე კომპონენტს შეიცავს.
► სანერგე მეურნეობა - მაღალპროდუქციული ნერგების გამოყვანა და მოსახლეობისთვის მიწოდება;
► სანაშენე მეურნეობა - მაღალმიან აჭარაში სუფთა...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, კაპრეშუმში და სალიბაურში არმირებული წესით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება აქტურად მიმდინარეობს.
მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გეო-გრუპი“ აწარმოებს.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება.
მთაწმინდის ფუნიკულიორი 113 წლის არის.
ფუნიკულიორი 1905 წელს გაიხსნა, თუმცა, მანამდე, 1900 წლის ივლისში, ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა პროექტი.
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა....
რუსთავის ორ ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. ინფორმაციას InfoRustavi ავრცელებს.
სამხარაულის დასკვნის მიხედვით რუსთავის რამდენიმე ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება.
"ბაგა ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განაცხადებით არასათანადო პირობებია #25 და #8 ბაღში, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბავშვები სხვადასხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში გადანაწილდნენ.
#25 და #8 ბაღის აღსაზრდელებისთვის მოქმედებს თავისუფალი დასწრება, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება. ხოლო 27-ე ბაღი, მხოლოდ კაპიტალურად გამაგრებას საჭიროებს, რაც სასწავლო...
წინა სტატია
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეხვედრაზე თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კალაძეს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა „ცეხავიკები” შეჭამენ ქალაქს თუ სწორი, ნორმალური გზით განვითარდება თბილისი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მან მოისმინეს ლამაზი სადღეგრძელო.
”ქორწილში არ ვართ. დიახაც, ქალაქს ჰყავს მთავრობა. მერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს და ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მივიღებთ თუ...
გორში განსახორციელებელი პროექტების სიას, გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიმდინარე ტენდერები:
გორში სოხუმის ქუჩის მოწყობა-რეაბილიტაცია
გორში ნადირაძის ქუჩაზე ტროტუარის მოწყობა
გორში ვერხვების დევნილთა ჩასახლების სასაფლაოს შემოღობვა
სოფელ მარანას სასმელი წყლის მოწყობა-რეაბილიტაცია
გორგასლის N5-ის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
სოფელ ორთაშენის და ფხვენისის საბავშვო ბაღების რემონტი და გათბობის სისტემის მოწყობა
სოფელ ხვითის საბავშვო ბაღისს რემონტი და გათბობის სისტემის მოწყობა
გორსი ლეხ და მარია...
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
„ეს არ არის განახლებული გენგეგმა და არ არის სამუშაოდ გამოსაყენებელი დოკუმენტი, რიგი მიზეზების გამო: როგორც შემდგომში დოკუმენტში იკითხება, გენგეგმის შემუშავების პროცესში ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგია გამწვანების შესახებ, სტრატეგია ფონდების შესახებ, სტრატეგია...
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი განახლდა. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის, ხათუნა ბუზალაძის ინფორმაციით, ლიტერატურა მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით შეირჩა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
„შევიძინეთ 177 დასახელების 649 ცალი მხატვრული, კლასიკური და საბავშვო ლიტეტრატურა. წიგნები გადანაწილდება, როგორც ცენტრალურ ასევე ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ სასოფლო ბიბლიოთეკებში", - თქვა ხათუნა ბუზალაძემ.
მისივე თქმით, წიგნების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 975 ათასი ლარი გამოიყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განცხადებით, ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების, საქმის წარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, შიდა აუდიტის სამსახურისა და ინსპექტირების განყოფიფლების უფროსების თანამდებობები. ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება სამ...
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, თამარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება კანონით უნდა დარეგულირდეს. ამავე დროს, მედია ისეთივე ღია და ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოებასთან, როგორც საჯარო ორგანიზაციები. ამის შესახებ თამარ გოგოლაძემ, 26 მარტს ახალციხეში, პარლამენტის ღია მმართველობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
„იქნებ სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ ღია მმართველობას და მათ შესახებაც გვქონდეს ინფორმაცია, აქცენტი მაქვს მედიასაშუალებებზე“, – თქვა გოგოლაძემ...
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტს და თბილისის საკრებულოს წარუდგენს. თბილისის მერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. დღეს გენგეგმა სასტუმრო "ბილტმორში" პოლიტიკოსებსა და დარგის სპეციალისტებს გააცნეს.
შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე ამბობს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი სრულად პასუხობს იმ ამოცანებს, რომელიც დღეს დედაქალაქშია. ამასთან, სალუქვაძე ეჭვქვეშ აყენებს იმას, რამდენად კარგად გაიგო...
კასპში ახალი პროფესიული სასწავლებელი აშენდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, ქალაქ კასპის პროფესიული საწავლებლის მშენებლობის სამუშაოების ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული კომპანიის შერჩევის შემდეგ - დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას.
წინა სტატია
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ზაზა ჩაჩანიძეს ისევ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ჩანაცვლებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ თქვა. გოჩა თევდორაძის განცხადებით, პატრიამ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლის გადაწყვეტილება შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე მიიღო. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"ჩაჩანიძემ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო კრიზისის დაძლევა. მან პირად ინტერესებზე ვერ თქვა უარი. სწორედ ამიტომ, ხვალ მის გადაყენებას მხარს დავუჭერთ და წარვადგენთ თავმჯდომარედ "პატრიოტების" წევრს,...
სენაკის მერია მცირე ბიზნესს ქალაქის ცენტრში იჯარით ტერიტორიას სთავაზობს. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, ინტერნეტ აუქციონის გზით, ხანგრძლივი იჯარით გასცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.სენაკის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე 102 კვ.მ შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული 154 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (საკ.კოდი N44.01.31.250)
აღნიშნული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს პერსპექტიულ ადგილს მცირე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით.
დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სენაკის მუნიციპალიტეტის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































