წყალტუბოს მერიის ცნობით, სოფელ ბანოჯაში 4 წლიანი ლოდინის შემდეგ, 250 ოჯახს სასმელი წყალის პრობლემა მოუგვარდება. უწყების ცნობით, პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2018 წლის ბოლოსთვის სასმელი წყლის უწყვეტად მიწოდებას გულისხმობს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები სოფელში 50 ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებენ. „გაკეთდება ბიოფილტრები, გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი და უფრო სტაბილური გახდება მისი მიწოდება,“ - განაცხადეს წყალტუბოს...
"არსებობს საშიშროება, რომ მაისში საბავშვო ბაღები ხორცის გარეშე დარჩეს“ - ეს განცხადება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორმა ლია კოვზიაშვილმა 19 აპრილს გააკეთა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. გორის ბაღების სააგენტოს ცნობით, ტენდერში, რომელიც 3 აპრილს გამოცხადდა, არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. 1 მაისიდან 31 მაისამდე საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებულია საქონლის ხორცი - სულ 3300კგ; თევზი - სულ 900კგ; ქათმის ფილე...
ავტოსპორტის განვითარების მიზნით, გორში ავტოკლუბი დაარსდა. ამის თაობაზე საჯარო რეესტრში ოფიციალური განცხადება ერთი თვის წინ შევიდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საჯარო რეესტრის ცნობით, ავტოსპორტის განვითარების გარდა, ორგანიზაციის მიზანი შეჯიბრების ორგანიზებაა, რაც ამ სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. ა(ა)იპ დირექტორია გიორგი გიგოლაშვილი, ხოლო წევრები - შალვა აბულაძე და ჯემალ ქუჩუკაშვილი არიან. ორგანიზაცია ოფიციალურად 2018 წლის 15 მარტს დაფუძნდა.
ბათუმში, მარკოზ აჭარელის I, II, III შესახვევებში გზის სარეაბილიტაციო სამუშოები სრულდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება სანიაღვრე არხების მონტაჟი და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 282 ათას 268 ლარია.
ბათუმში მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა საზოგადოებას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარუდგინა. ინფორმაციას "ბათუმის მერია" ავრცელებს. "მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად შეიქმნა. დოკუმენტი მოიცავს ქალაქის განვითარების 10 ძირითად სტრატეგიულ მიმართულებასა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ქალაქის ფუნქციურ და ეკონომიკურ გაძლიერებას. მასში აბსოლუტურად აისახება ქალაქის წინაშე არსებული ყველა საჭიროება. სტრატეგიული გეგმის შექმნის...
ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგინიძე ქალაქის ცენტრალურ პარკში ნარგავებს მიწას უფხვიერებს და სხლავს. ამბობს, რომ ყვავილები, რომლებიც მისი მუშაობის პერიოდში დაირგო, მოუვლელია. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მისი თქმით, ნარგავები განსაკუთრებით დაზიანებულია შოთა რუსთაველისა და ამაღლების სახელობის ეკლესიის მიმდებარედ: „დაახლეობით, 100-მდე ვარდი დავრგე, მაგრამ ახლა ზოგი ამოთხრილია, ზოგიც გადატეხილი. უკეთესი იქნება, თუ ქალაქის სილამაზეს მოსახელობა მეტად მოუფრთხილდება“. ყოფილ მერს არ ეთანხმება შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საშანიოს უბნის მოსახლეობამ ქალაქთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებასა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. აქციის მონაწილეების თქმით, უკვე წლებია ესმით დაპირებები თუმცა პრობლემა რეალურად არ მოგვარებულა. "ვითხოვთ ხელისუფლებისგან კონკრეტულ თარიღს, თუ როდის მოაგვარებენ ინფრასტრუქტურას. არ გვაქვს სასმელი წყალიც კი. ეს აქცია არის გამაფრთხილებელი, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მოგვაქცია პროტესტის უკიდურეს...
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, აზიის განვითარების ბანკი (ADB) გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის, წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყება. გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი კობერიძემ ADB-ის ხელმძღვანელობას რეაბილიტაციის პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. პროექტი მთავრობის დაფინანსებით 2017 წელს დასრულდა, რომლის შედეგად გუდაურის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ,,ჩვენ უკვე წლებია საქართევლოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ურბანული...
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "რუსთავსერვის ცენტრი"-ს ახალ უფროსს 2018 წელს დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებით დავალებები მისცა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავცრელებს. ტყის რესურსების მაქსიმალური ათვისება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საპიკნიკე ადგილების მოწყობა, ხეების გადაბელვის სამუშაოების გონივრულად შესრულება და მცენარეებზე ზრუნვა, ეს იმ დავალებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რუსთავის მერმა რუსთავსერვის ცენტრის ახალ ხელმძღვანელს მისცა. "გვაქვს ძალიან დიდი ტერიტორიები, რომელიც არის...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა ცენტრალური გზის მოასფალტდებაზე გადაწყვეტილება ქარელის მერიამ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავრცელებს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები და წყალგამტარი არხები. გზის სიგრძე დაახლოებით 5 კმ-ია. ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებისთვის 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მათივე ცნობით, სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ სოფელი რუისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" კუთვნილ 10-მდე მანქანას საბურავების გამოცვლა ჭირდება. ძველი საბურავები ტვირთამწეობას ვერ უძლებს, რის გამოც სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დარღვევის საშიშროების წინაშე დგანან. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. დღეს არსებული მდგომარეობით, მანქანების საბურავები 2 ტონა მასალაზეც სკდება. საბურავების მიმწოდებელი კომპანია ,,ჯეო თაიერს" გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" ადმინისტრაციას არაჯანსაღი კონკურენციის გამო უჩივის. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ,,კეთილმოწყობის სააგენტო" უპირატესობას კონკრეტულ კომპანიას ანიჭებს,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ტაძრებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია მერიამ წარადგინა. ,,სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის ბრძანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ვაზისუბნის თამარ...
როგორი იყო სასოფლო თემები საბჭოთა ოკუპაციამდე და თემის განვითარების რა გამოცდილება არსებობს საქართველოში - ამ საკითხზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის დღეში" სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ანა მარგველაშვილმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრეს. გადაცემის სტუმრებმა იმ კონკრეტული ადამიანების ამბებიც გაიხსენეს, ვინც საუკუნის წინ, სასოფლო თემების შექმნით, საკუთარი სოფლების ახალი ისტორია შექმნეს. სწორედ ამ ისტორიებზე შეიქმნა ახალი ფილმი -...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. პრეზენტაციაზე, თბილისის მერთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელი, სერგი გვარჯალაძეც წარსდგა და საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია და უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმა გააცნო. ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც საღამოს 8 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა...
ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. ბაღში იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. უწყების ცნობით, შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ Fecebook -ის პირდაპირი ჩართვით,  ბიზნესმენებსა და საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, რომ  ქალაქის გამწვანებაში მიიღონ მონაწილეობა. კალაძემ ზურა შევარდნაძეს მადლობა გადაუხადა მარჯანიშვილის მოედნის მოსაწყობად მცენარეების ჩუქებისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მას სხვებმაც მიბაძონ. "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვთხოვო, როგორც საახალწლო განათებების შემთხვევაში დაეხმარნენ ქალაქს, ისე გამწვანებით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა – ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. დარწმუნებული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ