საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიანთკარში, 2008 წლის ომი დროს დაზიანებული სახლების აღსადგენად 1 800 000 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გასული თვეს დაამტკიცა.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს გამოეყოს 1 800...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ქარელში არსებულ უფასო სასადილოს 90 ბენეფიციარის კვების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 90 000 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქარელის მერია მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ პირებს საკვებით ორშაბათიდან კვირის ჩათვლით უზრუნველყოფს.
ორშაბათი: ბორშჩი, შილა ფლავი, ხილის კომპოტი, ხორბლის პური
სამშაბათი: მაკარონის სუპი, დაღერღილი ხორბლის ფაფა, ლიმონათი, ხორბლის პური
ოთხშაბათი: ბარდის წვნიანი, ბრინჯის ტკბილი ფლავი ქიშმიშით, ლიმონათი, ხორბლის პური
ხუთშაბათი: წვნიანი ხორცის გუფთებით, მანანის...
გორის მერიის ინფორმაციით, საახალწლოდ ქალაქ გორში რამდენიმე კონცერტი გაიმართება. ასევე, დეკემბერში დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფი “LOUDspeakers–ის" კონცერტი.
“ჯგუფის ჩამოყვანის იდეა ახალგაზრდებისგან წამოვიდა. გორში “LOUDspeakers-ის" კონცერტი ახალგაზრდების მოთხოვნით ჩატარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ახალი წლის დღეებში ბევრ საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიებებს ჰპირდება”, – ამბობენ გორის მერიაში.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საუბნო გზის რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.
მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წელს დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ერთ...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საკირესა და დგვარში, შიდა საუბნო გზის 1640 მ. მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ასევე ეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე.
ბორჯომის მერიის განმარტებით, სოფელ დგვარში და საკირეში შიდა საუბნო გზა დაზიანებული იყო, რაც ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას.
მერიაში აცხადებენ,რომ ადგილობრივ მოსახლეობას ახლა უკვე...
მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე ისაუბრა.
მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ტურისტული სექტორის განვითარების მიზნით ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში 200 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც სრულად მოხმარდება ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების და უკვე არსებულის სრული რეაბილიტაციის მიზნით 200 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის ბოლო სხდომაზე...
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით დაუჭირა მხარი „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ისაუბრა.
„კანონპროექტით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობასთან და გაანგარიშების წესთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.
სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიღნაღის თაღი დაზიანდა.
"სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი", -...
პარლამენტის გადაწყვეტილებით მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა 2026 წლის 1 იანვრამდე აღარ შეეზღუდება. ამას ითვალისწინებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას BPN ავრცელებს.
კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
„ცვლილებები მიზნად ისახავს სოციალური ჭრის სისტემის გაუქმების გადავადებას...
„გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე,“-ასე ეხმაურება ბიზნესმენი დავით ხიდაშელი გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.
ბიზნესმენის განცხადებითვე, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, ოჯახს ურჩია ტენდერი გამოაცხადონ და ყველა მსურველს მისცენ შესაძლებლობა 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%, რომელიც მათ ეკუთვნით, მათ შორის "რიყის დოქები" და მიწები რაჭაში.
"რადგან კანონმდებლობა,...
რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის გარეშე დარჩა - რუსთავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალურ ვებგვერდზე Rustavi.gov.ge ინფორმაცია საკრებულოს შემადგენლობისა და მისი საქმიანობის შესახებ აღარ იძებნება. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია, მხოლოდ, რუსთავის მერიასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
როგორც საინფორმაციო პორტალი QvemoQartli.ge წერს, რომ კითხვაზე - რატომ განხორციელდა აღნიშნული ცვლილება, - რუსთავის საკრებულოში პასუხობენ, რომ აღნიშნული გამოხატავს, მხოლოდ, რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის დამოკიდებულებას.
ამჟამად, საკრებულო სხდომების ანონსის, კომისიების მუშაობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის იყენებს,...
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 2 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
„მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების...
წინა სტატია
სადისტრიბუციო მანქანებმა, შესაძლოა, მხოლოდ განსაზღვრულ საათებში იარონ, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა გამოცემა "BM.GE-ის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, დისტრიბუციის მხოლოდ ღამის საათებში დაშვება აღარ განიხილება, რადგან ეს ბიზნესსექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს და შესაძლოა, დღის განმავლობაში, კონკრეტული საათები განისაზღვროს, რომლის დროსაც სადისტრიბუციო მანქანები იმოძრავებენ.
„დედაქალაქში არის, დაახლოებით, 5 000 ისეთი ობიექტი, რომელსაც ემსახურება დისტრიბუცია. აქედან...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საფეხბურთო კლუბის ლოგოს შექმნის პროცესში მოქალაქეების იდეებს განიხილავს.
"მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო გუნდის – "ქარელის იბერია“ ჩამოყალიბების პროცესი. გუნდისთვის საჭიროა შესაბამისი ლოგოს შექმნა, რომელიც შემდგომ დაიტანება მაისურზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი, მოსახლეობის ჩართულობა. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ლოგოს შექმნის პროცესში. ვისაც გაქვთ იდეა, გთხოვთ მომდევნო 10 დღის ვადაში მოგვაწოდოთ თქვენს მიერ შექმნილი ლოგო (ლოგო უნდა შეიცავდეს ქარელის მუნიციპალიტეტისთვის...
მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან “ახალბაღის”, რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოეწყობა დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის შეცვლა, დასუფთავებისა და მიწის მოჭრის სამუშაოები.სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება 214 მეტრიანი ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































