სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში,  N27 - 12 - 11 -10 -7 კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი და 1 200 კვ.მეტრზე საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ბილიკები და სარინელები გაკეთდება. ამასთან, გამოიცვალა და დამატებით მოეწყო ახალი ბეტონის ბორდიურები და საცხოვრებელი კორპუსების წითელ ხაზებში არსებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის ქსელები. აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდება.
წინა სტატია პედაგოგების განცხადებით, ვერ სარგებლობენ მერიის მიერ შეთავაზებული უფასო მგზავრობის სერვისით. მატი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, მძღოლებისთვის საჭირო საბუთების წარდგენის შემდეგ პრობლემები ექმებათ. კერძოდ, ისინი უხეშად მიმართავენ და თანხის გადახდას სთხოვენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "მძღოლმა მითხრა, მე აქედან მეძლევა ფული, სულ სტუდენტები და მასწავლებლები დამყავს, თქვენ ყველამ თუ საბუთი მიჩვენეთ მე რა ვაკეთოო. ხმამაღლა მომმართა, შემრცხვა და ფული მივუგდე“, -...
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს კახეთში დაფინანსდა 35 მილიონი ლარი ღირებულების 145 პროექტი, მათ შორის გზების რეაბილიტაციაზე 102 პროექტია გათვალისწინებული, წყალმომარაგებაზე 26 და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად კი – 17. “იზრდება და...
22 და 23 სექტემბერს თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ჯიშის ძაღლი, რომლებსაც მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. მერიის ცნობით, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი №2 საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულების შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, მთლიანად ახალი ინვენტარითაა აღჭურვილი. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 100 ათასი ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღის გახსნას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილთან და მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. "იმედი გვაქვს ჩვენს პატარებს ძალიან მოეწონებათ საბავშო ბაღში შექმნილი გარემო, რაც...
ვაკის რაიონში, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, ფალიაშვილის N72-ში, N47-ში, N49-სა და N51-ში. გამგეობის ცნობით,  პროექტებს, ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. აღნიშნული პროექტი "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
საბურთალოზე, კოსტავას ქუჩის N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გამგეობის ცნობით, სკვერში სათამაშო ზონა, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 57 715 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ განახორციელა. როოგრც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში სკვერის რეაბილიტაცია ექვს მისამართზე მიმდინარეობს.
დიდი დიღმის მიკრო-რაიონების შემდგომი განვითარების მიზნით, მერია ჩარჩო გეგმის შექმნას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით გამოაცხადა, ნათქვამია, რომ ნაკვეთების უსისტემო რეგისტრაციისა და პრივატიზაციის შემდგომ, განაშენიანება სტიქიურად მიმდინარეობდა, რის გამოც ტერიტორიაზე არ არის გზების ქსელი და სოციალური ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. მერიაში აღიარებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული იყო, რასაც ახალი მოსახლეობის არასაკმარისი სიმჭიდროვით ხსნიან. ჩარჩო გეგმის...
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო. მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე ძველი საფარის აღება და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე" ასრულებს. მათივე ინფორმაციით, ასფალტი არამხოლოდ სადგურის წინა, არამედ უკანა მხარეს არსებული ტერიტორიაზეც დაიგება. ამასთან, სადგურის მთელ  ტერიტორიაზე  მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც. პროექტის ღირებულება 267 ათასი ლარია. როგორც მერიაში აცხადებენ,  სამუშაოები რამდენიმე თვე გაგრძელდება. "ავტოსადგურის მიმდებარე...
წინა სტატია სადგურის ბაღის მშენებლობისთვის მესამედ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ტენდერში ერთი პრეტენდენტი, ინდივიდუალური მეწარმე კახა დათაშვილი მონაწილეობდა. წინა შემთხვევაშიც ერთი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა მერიის წარმოდგენილების მოთხოვნების შემდეგ, მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. "როდესაც ტენდერი ცხადდება, იქ ვინ შედის, რამდენი ორგანიზაციაა, ეს არ ჩანს, დახურულია. ამის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც ტენდერი დამთავრდება და ვნახავთ, ვინ გაიმარჯვა, ვინ დადო ყველაზე დაბალი ფასი....
აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესახებ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტსა" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მესამე სექტორს აინტერესებდა რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე დოკუმენტის დამტკიცება, მაშინ როცა მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, რა გამოწვევების წინაშე დგას დოკუმენტი და როდის ექნება რეგიონს განვითარების სტრატეგიული გეგმა? როგორც შეხვედრაზე ითქვა, მთავრობის ცალკეულ უწყებებს  საჭიროების გამოკვლევის მიზნით,...
ახალი ასფალტი, რომელიც უკვე დაზიანდა - ბათუმის მერიის დაკვეთით თოდოგაურში გზას აგებენ, მოასფალტებული ქუჩის ნაწილი კი ხელახლაა გასაკეთებელი. ერთი შეხედვითაც მარტივადაა შესამჩნევი, რომ ასფალტის ქვეშ გრუნტი არაა მყარი, გზაზე ამოდის წყალი, რამაც გზის გარკვეული მონაკვეთები დააზიანა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათი საქმე მხოლოდ მოასფალტება იყო და ტენდერი მხოლოდ 5-სანტიმეტრიანი ასფალტის მომზადებას ითვალისწინებდა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. აღმოჩნდა...
წინა სტატია დღეიდან ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან“ "ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი "ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა. “ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს. ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ “ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ “გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის...
საქართველში, შესაძლოა, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია. წინადადებება, რომლის ავტორიც მოქალაქე მაკა მინდიაშვილია, "შრომის კოდექსში“ გარკვეულ ჩასწორებებს გულისხმობს.  ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. როგორც საკნონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში, დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამასთან, წინადადების ავტორის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას. მათ შორის,...
წინა სტატია დროებითი კომისიის მიერ შეთავაზებული პარკირების ფასები "თაუნ პარკისთვის“ მისაღებია. კომპანიის მენეჯერის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, აბონემენტების ღირებულება უკვე გადაწყდა და ამ საკითხზეც შეთანხმდნენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "თაუნ პარკის" მენეჯერის განმარტებით, სერვისი მოქალაქეებისთვის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება, თუმცა ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რა სისტემით და როგორ იმოქმედებენ. ამ ხნის განმავლობაში მძღოლები არ დაჯარიმდებიან. "დღესვე რომ დაუწყო დაჯარიმება, ხომ უნდა აუხსნა ჯერ....
ისნის რაიონში, მთისძირის II შესახვევში მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს დღეებში წყლისა და წაყალარინების ძველი ქსელები ახლით შეიცვლება, რომლის მოწესრიგების შემდეგაც, გზის რეაბილიტაცია დაიწყება. როგორც ისის რაიონის გამგეობასი აცხადებენ, მთისძირის II შესახვევში დაგეგმილი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 2 თვის ვადაში დასრულდება. ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ მოსახლეობას დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ