წინა სტატია კოსტავას და შარტავას ქუჩებზე, მას შემდეგ რაც გზის ორივე მხარეს ე.წ. "ბასლეინები“ დახაზეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. მერიის ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე N14, N29 და N49 ავტობუსებისა და N11, N30, N66, N88 და N208 მიკროავტობუსების, ხოლო კოსტავას ქუჩაზე N51 და N91 ავტობუსები და N145 და N202 მიკროავტობუსები უკვე ორმხრივად მოძრაობენ. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირებულ მონაკვეთზე "ბასლეინები“ და შუქნიშნები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტს პრიორიტეტული...
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს  საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი ნაჩქარევად შედგენილს უწოდებს. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან უნდა დაუბრუნდეს და მოხდეს მისი რეალური განხილვა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "აშკარად ჩანს, რომ ბიუჯეტის პროექტი ნაჩქარევადაა შედგენილი და წარმოდგენილია იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო ვადებთან დაკავშირებით საბიუჯეტო კანონის დარღვევა. წარმოდგენილ პროექტში რიგი კულტურული და სპორტული ღონისძიებები საჭიროებენ შესწავლას და დამატებით...
წინა სტატია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 1 900 000 ლარით  გაიზარდა. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სახელმწიფო სამსახურის უფროსი დავით ნიშინიანიძე აცხადებს, რომ ხელფასი  ა(ა)იპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" თანაშრომლებს, საჯარო ბიბლიოთეკისა და "სპეციალური სერვისების" თანამშრომელთა ნაწილს გაეზრდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ბიუჯეტში ხელფასების მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა არ განხორციებულა,  გარდა იმისა, რომ ბაღის პედაგოგებს და რამდენიმე ა(ა)იპ-ის სპეციალისტს ხელფასი მცირედით, 50 ლარით...
წინა სტატია ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისში ყინულის მოედნის მუშაობა 3 თვეში განახლდება. მათი თქმით, ტენდერი, რომელიც ქუთაისის "ყინულის მოედნისთვის" საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-დამონტაჟებას ითვალისწინებდა, დასრულებულდა. სატენდერო ღირებულება თავდაპირველად 218 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში 164 999 ლარით შ.პ.ს. "ტრემაქს ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წლის 20 ნოემბერს დაიდო. სატენდერო პირობების მიხედვით შ.პ.ს. "ტრემაქს ჯორჯია“ დანადგარის სრულ მონტაჟს ხელშეკრულების დადებიდან 95...
წინა სტატია "ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მცირდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამაგიეროდ ბიუჯეტის ნახევარი მერიის, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელფასებზე დაიხარჯება", - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიგა შუშანიამ განაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი 2018 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით 10 მილიონით არის შემცირებული. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა...
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ბინების მათთვის გადაცემის შემდეგ, საცხოვრებელ ფართებში მშენებლობისას დაშვებული ხარვეზები გამოვლინდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მათი თქმით, არ არსებობს გათბობის სისტემა, ხშირია წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები, ფანჯრები არ იხურება ჰერმეტულად და ზოგადად, ბინების მოწყობისთვის უხარისხო მასალაა გამოყენებული. "ბინებში ფანჯრები ნორმალურად არ იხურება და წვიმის დროს წყალი შემოდის ფანჯრებიდან. იყო შემთხვევები, როდესაც...
ეს პრობლემა მაიაკოვსკის და სერგი მესხის ქუჩებზე წლებია არსებობს. პრობლემაზე მძღოლებთან ერთად ფეხით მოსიარულეებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გადაადგილების სერიოზული პრობლემა იქმნებათ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა რაც შეჩერებულია, ვინაიდან მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულება შეუწყვიტა, მერიასა კომპანიას შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. https://youtu.be/f0npdt0JZMw
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტს დღეს კომისიებში განიხილავენ, შემდეგ კი მას უკან შენიშვნებით მერიას დაუბრუნებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი 154 მილიონ ლარზე მეტი იქნება. https://youtu.be/G1UHQlVFSt8  
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დოკუმენტის განხილვის შემდეგ საკრებულომ შენიშვნების მერიაში 10 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი 16 464 000 ლარია. სხვა შემოსავლები გაზრდილია 2 100 000 ლარამდე. ამასთან, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იზრდება ხარჯებიც, მათ შორის შრომის ანაზღაურება თითქმის 600 ათასი ლარით.  რაც შეეხება ტრანსფერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი იქნება. დოკუმენტის პირველადი ვერსიის მიხედვით, სახელფასო ფონდისთვის  7 909 980 ლარია გათვალისწინებული, სოციალური დაცვის  - 416 800,  ჯანდაცვის  -  495 100 და  თავდაცვის მიმართულებით კი - 115 900 ლარი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ხოლო, გარემოს დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტს 2 052 800 ლარი აქვს გათვალსიწინებული, ეკონომიკური საქმიანობისთვის, 9 399 671 ლარის დახარჯვას გეგმავს....
ავარიული საცხოვრებელი ბათუმში, თამარის დასახლებაში. ამორტიზებულ სახლში  30-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქეების ყოველდღიურობა  საფრთხის შემცველ გარემო და  მძიმე სოციალური პირობებია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. თამარის დასახლებაში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ  პრობლემასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიას განცხადებით არაერთხელ მიმართეს, ხოლო,  უწყებამ ჩათვალა, რომ  სახლი სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ საჭიროებს. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ თამარის დასახლებაში მცხოვრებლების პრობლემებს  მიმდინარე წლის ბოლომდე მოაგვარებენ.  უწყებაში განმარტეს, რომ  ამ ეტაპზე სამხარაულის...
ბათუმში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გირლიანდებისა და ფერადი განათებები დამონტაჟდება მიმდინარეობს. განათებებით გონიო, თამარის დასახლების და ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა და ჯამში 1 200 ლედ განათება, სხვადასხვა ფიგურები და ჭაღები დამონტაჟდება. მთავარი ნაძვის ხე წელსაც ევროპის მოედანზე დაიდგმება, რომლის მონტაჟი დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ბათუმის კულტურის ცენტრი მოქალაქეებს საინტერტესო ღონისძიებებს ჰპირდება. 25 დეკემბრიდან 31 ის...
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღებში კვებაზე დახარჯული თანხა ერთ ბავშვზე 35 ლარიდან 40 ლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ახალი ბიუჯეტის პროექტში სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობისთვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზუგდიდის სკოლამდელ დაწესებულებებში 4 025 აღსაზრდელია. გამოცემა "ლაივპრესის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაღებში დღეში სამჯერადი კვებისთვის ერთ ბავშვზე 1.60 ლარი იხარჯება.
გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტების სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება, - სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია. "პროექტი გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო...
21 ნოემბერს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში დაიბარეს. ნაწილი ამბობს, რომ შეხვედრაზე ტაქსების რეგულაციის საკითხზე იმსჯელეს, ნაწილის თქმით, მათ არჩევნებზე მხარდაჭერა სთხოვეს. მერიაში კი ირწმუნებიან, რომ შეხვედრა საპარკინგე ადგილების დახაზვის საკითხს ეხებოდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში მდგარი ტაქსების მძღოლები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ნაწილ–ნაწილ დაიბარეს. ზოგი ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში 15:00 საათზე, ზოგი კი 16:30 საათზე მივიდა. "გვითხრეს, ხომ იცით ახლა...
წინა სტატია ახალციხეში, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის აშენებას აპირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. უწყების წარმომადგენლებმა ახალი პროექტის განსახორციელებლად სასპორტო სკოლის ტერიტორია შეირჩიეს. აუზი ორ განყოფილებიანი იქნება, ერთი მოზრდილებს მოემსახურება, მეორე კი უფროსებს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ