წინა სტატია
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერმინისტრის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
"არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება და ეს ასეც იქნება.
ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში....
წინა სტატია
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, კამპანია - "ნუ მოჭრი - მორთე“ დაიწყო.
აღნიშნულ კამპანიას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია შუერთდა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა დუშეთის N1 და პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბუნებრივი ნაძვის ხე მორთეს.
შეგახსენებთ, რომ კამპანია ბუნებრივი ნაძვის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 200 განხორციელებული პროექტი წარადგინა, რომელიც როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე განათლების, კულტურულ, სპორტულ, სოციალურ და სხვა მიმართულებებს მოიცავს.
მერიის მიერ წარმოდგენილ რუკაზე, შეგიძლიათ იხილოთ სასტუმროების, შატოებისა და მარნების მასშტაბური მშენებლობები, ცენტრალური პარკის, ტექნოპარკისა და კავკასიის ღვინის უნივერსიტეტის პროექტები.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად, გურჯაანი, როგორც მეღვინეობის ქალაქი გაიცნო არა მარტო საქართველომ, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ და ჩამოყალიბდა მეგობრული...
სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა.
როგორც მერიაში აცხადებენ. კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის ალტერნატიული, დროებითი -...
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანას ორი უმთავრესი გამოწვევა აქვს - ოკუპაცია და სიღარიბე. პრემიერის თქმით, ქვეყანაში 2012 წლიდან რეალური ცვლილებები დაიწყო და როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ყველა წინამორბედი ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას ცდილობდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბე 10%-ით შემცირდა.
"მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა - ეს არის ოკუპაცია და ეს...
წინა სტატია
"ახალი წლის ღამეს გორში ტრადიციული კონცერტი გაიმართება და მასში მონაწილეობას ადგილობრივებთან ერთად დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლებიც მიიღებენ", - ამის შესახებ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას რადიომოზაიკა ავრცელებს.
გიორგი ქვათაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და დეტალებს ათანხმებენ. რამდენიმე დღეში კი სააგენტო პროგრამის საბოლოო ვერსიას გაავრცელებს.
"ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები არ ვართ, მაგრამ უკვე ვიცით, რომ 4 მომღერალი მაინც გვეყოლება თბილისიდან...
მიუსაფარი ცხოველების საკითხზე "NDI" 21 დეკემბერს 12:00 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის I კორპუსში საჯარო განხილვას აწყობს. ინფორმაციას რადიომოზაიკა ავრცელევს.
"საჯარო განხილვის მოდერატორი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კოორდინატორი, თამარ გზირიშვილი იქნება. ხოლო მომხსენებელი ა/ო მეგობრობის ხიდი "ქართლოსის“ დირექტორი მეგი ბიბილური.
შეხვედრაზე გაიმართება პროექტის "გორის მუნიციპალიტეტში დადებითი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად” წარდგენა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული არასამთავრობო ორგანიზაციის მეგობრობის ხიდი...
"ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო მომავალ წელს 144 000 ლარით მეტს დახარჯავს", - ამის შესახებ გორის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომლის მიხედვით, დაფინანსების მატება დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობამ და მხარდაჭერამ განაპირობა. ინფორმაციას რადიომოზაიკა ავრცელებს.
თუ გასულ წელს აღნიშნულ ა(ა)იპ - ის ბიუჯეტი 1 მილიონ 712 ათას ლარს შეადგენდა, მომავალი წლისთვის ეს თანხა 1 მილიონ 856 ათას ლარამდე გაიზრდება. დამატებითი...
ზუგდიდის მერიამ ავტომობილების რეცხვის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა,რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 322 ლარი დაიხარჯება. გამარჯვებულ კომპანიას ერთი წლის განმავლობაში ჯამში 19 ავტომანქანის გარეცხვა მოუწევს. აქედან 16 ავტომანქანა მერიას ეკუთვნის, ორი საკრებულოს, ერთიც სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ზუგდიდის საკრებულომ დეკემბრის დასაწყისში მერიას ძვირადღირებული ავტომანქანების დაბალბიუჯეტიანით ჩანაცვლებისკენ მოუწოდა.
გამოცემა "ლაივპრესის“ შეკითხვაზე, თუკი მერია საკრებულოს რეკომენდაციას გაითვალისწინებს და...
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, ბიუჯეტის მოცულობა 13 901.1 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 915.3 ათასი ლარითაა გაზრდილი. შესაბამისად, 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია სოციალური, ინფრასტრუქტურული და ზოგადად, ყველა პროგრამისა და ღონისძიების დაფინანსების მაჩვენებელი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლად განისაზღვრა დამატებითი ღირებულების...
წინა სტატია
ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. მერიის ინფორმაციით, პროექტში 400-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის 183 ბავშვი, 25 შშმ პირი, 9 მარჩენალდაკარგული, 9 მრავალშვილიანი და 3 მარტოხელა დედაა ჩართული.
სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რისთვისაც მუნიციპალიტეტს 2015 წელს სპეციალური ჯილდო გადაეცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ქუთაისელმა სტუდენტებმა მიუსაფარ ძაღლს სახლი აუშენეს. როგორც გამოცემა ქუთაისი პოსტი წერს, მიუსაფარი ძაღლი სახელად "კუსურა", სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე წლებია დადის.
https://www.youtube.com/watch?v=crELqTBOwxA
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება. ამ პერიოდში მოძრაობა შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი.
"ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისთვის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს“, - ნათქვამია...
წინა სტატია
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება საახალწლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
https://www.facebook.com/CityHallofKutaisi/posts/780321362333525?__tn__=-R
ასევე, ცნობილია, რომ ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი უკვე დაიწყო და მას საზეიმოდ 28 დეკემბერს გაანათებენ.
ამასთან, ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობის შესაძენად 109 873 ლარი, ხოლო საახალწლო ფეირვერკებისათვის 16 408 ლარი გამოყო. ასევე, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მერია 43 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.
ამასთან, ქუთაისში საახალწო გარევაჭრობა 1 თვით ნებადართული იქნება.
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს წელს გრანდიოზული ღონისძიებები ელით. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, სავარაუდოდ, 23:00 საათზე დაიწყება.
ხუნწარიას განმარტებით, ღონისძიებები გაიმართება როგორც წინასაახალწლოდ, ასევე ახალი წლის დღეებშიც.
"25 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას ჩვენი საშობაო სოფელი 28-დან სრულად დაიტვირთება. ასევე, 28-იდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა რესპუბლიკის მოედანზე, წელს მთავარი ნაძვის ხე განსაკუთრებით...
თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხეების დაავადების მასშტაბი დედაქალაქში უპრეცენდენტოა. მისი თქმით პრაქტიკულად ყველა ფიჭვის კორომი დაავადებულია და განკუნებას არ ექვემდებარება.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, საუბარია ათი ათასობით დაავადებულ ხეზე, როგორც ურბანულ გარემოში ასევე თბილისის სატყეო უბნებში.
"ზოგადად, თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით შავ ფიჭვებთან მიმართებით, რომლებიც მთლიანად ამორტიზირებული და დაავადებულია. მასშტაბი დაავადებების არის ძალიან დიდი,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































