ტელეკომპანია "დია" როგორც ცნობილია, მთავრობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს. რას არ ითვალისწინებს სტრატეგია და რა შენიშვნები აქვთ სფეროს ექსპერტებს დოკუმენტთან დაკავშირებით, ამაზე ტელეკომპანია "დიას" ეთერში კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრებმა, ირაკლი მელაშვილმა და მიხეილ ჩიტაძემ ისაუბრეს. https://www.youtube.com/watch?v=OOcIJ7O1tXw&feature=youtu.be
ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა. მათი განცხადებით, სტაციონარული მკურნალობის პროგრამას 15 ათასი ლარი, ხოლო ახალშობილი ოჯახების დახმარებას კი 3 ათასი ლარი მოაკლდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ასევე, ოპოზიცია ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შიმშილობის დაწყებას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ოპოზიციის მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს. "ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ სოციალურ...
წინა სტატია ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობის შესასწავლად მერიაში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვენ. საკრებულო ოპოზოციურმა ფრაქციებმა "ძალა ერთობაშია“ და “თვითმმართველობა ხალხისთვის“ აღნიშნული მოთხოვნით საკრებულოს წერილობით მიმართეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ფრაქციის "ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, მერის საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს და ეს ოფიაციალურად უნდა დაზუსტდეს, რის შემდეგაც დეპუტატები მერის იმპიჩმენტს მოითხოვენ. "ხარაგაულის მერის წარმოდგენილი ანგარიში და ზოგადად, მერის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა...
მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტის მერია 1 500 000 ლარამდე თანხას საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დახარჯავს. კიდევ რა ჩათვალა პრიორიტეტად მერიამ  2019 წლისთვის, ამას სიუჟეტიდან შეიტყობთ. ქედის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, აცხადებს, რომ მერიამ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები სწორად გაწერა, თუმცა აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც  ერთი და იმავე პრობლემის მოსაგვარებლად მერია სოლიდურ თანხებს ისე ხარჯავს, რომ პრობლმა ვერ გვარდება. https://www.youtube.com/watch?v=j3hwmabIg8A
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და მონასტრის ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.  გარემოვაჭრეები მოითხოვენ დაუბრუნონ მონასტრის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქაციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა წინამძღვრის გადაყენება იქნება. ამ წუთებში გარემოვაჭრეები საპატრიარქოს წამომადგენლებს ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ. მცხეთის ჯვრის მონასტერი ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო და 16 იანვარს გაიხსნა.
ქუთაისის თვითმმართველობამ 2018 წელს პრემია–დანამატის სახით  688 384 ლარი გასცა. პრემია–დანამატი წლის განმავლობაში სხვადასხვა დღესასწაულებზე გაიცა და ის როგორც მერიის, ასევე, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა მიიღეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. მერიამ დაარღვია, როგორც საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონის ვადები, ასევე, არ გაასაჯაროვა, რომელმა საჯარო მოხელემ რა ოდენობის ჯილდო და პრემია–დანამატი მიიღო. გამოცემა "ნიპრესისთვის" მიწოდებული ინფორმაციით,  მერიაში ფულადი ჯილდოს სახით, წლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით...
სტატიის გაგრძელება განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მუნიციპალიტეტებში ბავშვების სატრანსპორტო მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სამინისტრო ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მინისტრის თქმით, “ასეთი პრობლემები წამოიჭრება ხოლმე, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს”. "ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირების პრობლემა, ამიტომ აქტიურად ვართ ჩართულები, რომ აღნიშნული რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას. რაც მთავარია, ყველანი ორიენტირებული ვართ, პირველ რიგში,...
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს მერიაში განუცხადა, რომ თბილისის მერი 60 ათასი ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, რადგან ბაგა-ბაღებისთვის გაწეული კვებითი მომსახურების პროცესში გამოყენებული 4 პროდუქტი - თევზი, ტომატი, ხაჭო და ყველი არ შეესაბამება სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რის გამოც თბილისის მერის წინააღმდეგ პროკურატურისთვის სარჩელით მიმართვას აპირებს. "დედაქალაქის მერს ჩვენ საჯაროდ მოვთხოვეთ, აქვს თუ არა მას გამბედაობა, 60...
ტელეკომპანია "თრიალეთი" დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი რეგიონული განვითარების სამინისტრომ ამჯერად გორში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებთან განიხილა. ორსაათიან შეხვედრაზე მერები მხოლოდ ისმენდნენ და დისკუსიაში არ ჩართულან - მათ არც კითხვა ჰქონიათ და არც - შეთავაზება. სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვთ ექსპერტებს, რომლებიც სტრატეგიის პროექტს იწუნებენ და კანონმდებლობაზე აპელირებენ, რომელსაც მთავრობა არღვევს. https://www.youtube.com/watch?v=xAY7Y0DISQQ&feature=youtu.be
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში ავტობუსის მძღოლები ახალი, სპეციალური ფორმებით ივლიან. "ჩვენ ახლა ეტაპობრივად შემოგვივა ახალი ავტობუსები, თებერვლიდან უნდა დაიწყოს შემოსვლა იმ 90 ავტობუსის, რომელზეც გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. "მან“-ის ტიპის ავტობუსებს ველოდებით პირველ ეტაპზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებითვის შევუკეროთ სპეციალური ფორმები. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, პერანგი და ჰალსტუხი, რათა მძღოლი კარგად გამოიყურებოდეს. ჩემი დავალება იქნება,...
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიკვიძის ბაღში მიუსაფარი ძაღლების საკვებისთვის განკუთვნილი აპარატის დაზიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. მისი თქმით, თბილსისი მერია მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის პროექტს - "გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს. "რამდენიმე ხნის წინ ქალაქში განვათავსეთ სპეციალური აპარატები, რომლითაც შესაძლებელია მიუსაფარი ძაღლების კვება. საკმაოდ დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ პროექტს. რამდენიმე ლოკაცია შევარჩიეთ, სადაც მოხდა ამ აპარატების...
არჩილ თოდუა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის რეგიონული კოორდინატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე კვირის წინ უცნაური რამ თქვა, მისი აზრით, ”დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, იმასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება”. საინტერესოა რას გულისხმობდა, რისი თქმა სურდა? მგონია, ვერავინ გაიგო და ბახტაძის მიზანიც მხოლოდ “მაღალფარდოვანი თქმა” იყო და სხვა...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან მერიის ბალანსზე გადავა. მისი თქმით, როგორც კი შესაბამისი პროცედურები დასრულდება, აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყება. "სამგორის რაიონში არსებობს სამხედრო დასახლება, იქ მცხოვრებლებმა არაერთხელ მოგვმართეს, რომ შიდა ტერიტორია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მოუწესრიგებელი. არსებულ დასახლებაში მდებარე შენობა-ნაგებობები არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. უკვე მქონდა კომუნიკაცია თავდაცვის...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მიმართულებით, შესაძლოა, საბაგირო ხაზები მოეწყოს. კალაძის თქმით, "სისტრას" კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. "2016-2017 წლებში ფრანგული კომპანია "სისტრას" მიერ ჩატარებული იყო კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენ ამ კვლევის შედეგები გვაქვს და...
თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს მაია ბითაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაავალა, რომ მერიამ დაიწყოს მუშაობა დამატებითი ქუჩების შერჩევაზე, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. "მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მიკროავტობუსებს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი და შევარჩიეთ 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ეკრძალებათ გაჩერება სხვადასხვა ადგილებში, მოსაცდელების გარდა. ეს ყველაფერი გაკეთდა მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით. მიხარია,...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შემუშავდება პროექტი, რის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი და თბილისში არსებული გარეგანათებები LED-ის ტიპის გარეგანათებებით ჩანაცვლდება. "მინდა შევეხო ძალიან საინტერესო პროექტს, ეს არის გარეგანათებების სისტემის ჩანაცვლების, სტანდარტებისა და პროექტის შექმნის საკითხი. თბილისის ქუჩების სტანდარტების მიხედვით განათება არ ხდება და სხვადასხვანაირად არის ისინი განათებული. სხვადასხვანაირად უნდა იყოს განათებული ქუჩები, თუმცა ეს პროექტის მიხედვით არ გაკეთებულა. ჩვენ გვაქვს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ