წინა სტატია თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 72 მილიონი ლარით გაიზარდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. საკრებულოს უმცირესობამ დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციამ ეს იმით ახსნა, რომ თანხები არასწორად არის განაწილებული ჯანდაცვის და სოციქლურ პროექტებთან მიმართებაში. ოპოზიციას აინტერესებს, წინა წლის ბიუჯეტის ნაშთი, რომელიც 72 მილიონს შეადგენს და მიმდინარე წლის ბიუჯეტს დაემატა, რატომ არ იქნა დახარჯული სხვა და სხვა პროექტებში, რომლებიც თბილისელების კეთილდღეობისკენ...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  2019 წელს რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე, სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე ისაუბრეს, "ჩემი მოთხოვნა არის როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების ასევე, სამშენებლო კომპანიების მიმართ, რომ ტენდერების მოგების შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებას. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ვადები და ყველა სამშენებლო კომპანიამ ობიექტები უნდა...
წინა სტატია სუსის თანამშრომლებმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის  საკრებულოს სხდომაზე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო. უწყების ცნობით, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. “სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი...
ხონის საკრებულოში, რამდენიმე დღის წინ, მუნიციპალიტეტის კუთნილი სამუშაო ლეპტოპი მოიპარეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარე ვალრი ბახტაძე ჩვენთან ამბობს, რომ ორშაბათს, 21 იანვარს სამსახურში მისულ საკრებულოს თანამშრომელს კომპიუტერი არ დახვდა. "საკრებულოს იურიდიულ განყოფილებას ერთი ლეპტოპი ჰქონდა და ისიც მოიპარეს. დილით, თანამშომელს კაბინეტის კარი, სადაც კომპიუტერი იდო, დაზიანებული დახვდა. წარმოდგენა არ გვაქვს ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო", – განმარტავს ვალერი ბახტაძე. ხონის საკრებულო სამსართულიან...
სტატიის გაგრძელება სუსის თანამშრომლებმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს. გრიგოლ ივანეიშვილს ხელბორკილები საკრებულოს სხდომაზე დაადეს. სუსში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დეტალები ზუსტდება. გავრცელებული ინფორმაციით, ივანეიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
ბათუმში გაჩერებების ნაწილზე მოსაცდელების დემონტაჟი მიმდინარეობს. მერიაში ამბობენ, რომ ისინი ახლით ჩანაცვლდება და დაახლოებით, 50 ადგილას განსხვავებული დიზაინის მოსაცდელი განთავსდება. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით მოსაცდელების შეცვლის ვალდებულება აქვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. რაც შეეხება ძველ მოსაცდელებს, მერის თქმით, შესაძლოა, ის იმ მისამართებზე განთავსდეს, სადაც ადრე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ ყოფილა. მერიის ინფორმაციით, ახალი მოსაცდელები ადაპტირებულია და მას ელექტრო საათი და ტელეფონის სამუხტი ექნება. https://www.youtube.com/watch?v=BcMN3MkTzTU
წინა სტატია სააქციო საზოგადოება ''გომარდულის“ ქონებას ყადაღა მოეხსნა. ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, აქციონერებს საშუალება აქვთ ბიზნესსაქმიანობა გააგრძელონ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ასევე, თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გომარდულის განვითარების გეგმაც მომზადებულია. ''მინდა საბოლოოდ დავადასტურო, რომ გომარდულს ყადაღა მოეხსნა. წკიპურტები, რომელსაც ცდილობდნენ რომ მიგვეღო ამ პერიოდის განმავლობაში, ეს მცდელობაც ჩაუვარდათ, როგორც სხვა დანარჩენი. ცდილობდნენ დაეკნინებინათ ის საქმე, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისა და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვისთვის. მომზადებულია საკმაოდ საინტერესო გრძელვადიანი ხედვა...
წინა სტატია მცხეთაში ჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა განაახლეს. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. გუშინ მცხეთის მერი ტაძრის წინამძღვარს შეხვდა, თუმცა კონსტანტინე ჭინჭარაულს მოთხოვნა არ შეუცვლია და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერია მზად არის ადგილი მოაწესრიგოს და ახალი დახლები ჩადგას, წინამძღვარი კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის განახლებას. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე...
თბილისში წურწუმიას ქუჩაზე გზა მაშინ ჩაინგრა, როდესაც სატვირთო ავტომობილს სამშენებლო მასალები გადაჰქონდა. ადგილობრივების თქმით, ამ ქუჩაზე მეოთხე დღეა, წყლის მილია გამსკდარი, შესაბამის უწყებასაც მიმართეს, თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა - მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სწორედ წყალმა გამოიწვია გზის ჩანგრევაც. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს https://www.facebook.com/levan.xabeishvili/videos/2195575680494790/  
სტატია მომზადებულია "გურიანიუსის" მიერ ქალაქ ოზურგეთში, საკრებულოს სააქტო დარბაზში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა მოეწყო. პროექტის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, სამინისტრომ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო მუშაობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესამუშავებლად: "ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციები. ვაპირებთ, სწორედ მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების...
წინა სტატია "მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები, მადლობა მერიას, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება მოგვაშორა", - განაცხადა დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა გოგა ზაქაიძემ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. მისივე თქმით, მერიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები არის ადეკვატური, ამიტომ კომპანია მერიის წინადადებას დათანხმდა. "მართალი გითხრათ, მოხარული ვარ, რომ დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, რომ დაძაბულობა...
წინა სტატია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით, საცხოვრებელ სახლებში გაზის გაჟონვის დაფიქსირების მიზნით, დეტექტორების დამონტაჟება. შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. მილორავას განმარტებით, თვითნებურად და არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლების გამო გათვალისწინებული იქნება ჯარიმებიც. "დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟება ეს კარგი საშუალებაა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს ავიცილოთ საფრთხე. ამასთან ერთად, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით მომხმარებლის პასუხისმგებლობასაც. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების შემოტანა. ხშირია შემთხვევები, როცა საფრთხის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცემერი გიორგი შენგელია აფრთხილებს კომპანიას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტით მომსახურებაზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტით მომსახურებაზე, გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. კომპანიამ, რომელმაც ორშაბათიდან დაიწყო თავისი მოვალეობის შესრულება, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. თუ მსგავსი ფაქტები გაგრძელდება უახლოეს დღეებშიც, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები წამოვწიოთ და სხვა რეჟიმში ვიმუშავოთ ამ კომპანიასთან“,...
ზუგდიდში მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. რა პერსპექტივა აქვს ამ მიმართულების განვითარებას,  რა პრობლემები აფერხებს პროცესს და როგორ უნდა იქცეს ქალაქი ვიზიტორებისთვის მიმზიდველად, ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელიც დისკუსიაზე განიხილეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შეხვედრის მონაწილეებმა მთავარ პრობლემად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - გზები, საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ცალკეულ კომპონენტში მარკეტინგული მდგომების სიმწირე დაასახელეს და აღნიშნეს, რომ პრობლემის მოგვარება კომპლექსურად უნდა მოხდეს. ზუგდიდის მერიაში ტურიზმის...
წინა სტატია გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მის პირველ მოადგილედ ერასტი ელიჯარაშვილი დანიშნა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ახალი კადრი შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, გენინსპექციაში მუშაობდა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კადრს წარმოადგენდა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი რამდენიმე დღის წინ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე კი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მისი ძმა გიორგი ხოჯევანიშვილი კი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულია. რაც შეეხება ერასტი ელიჯარაშვილს, მისი ბიოგრაფიული...
სტატია მომზადებულია "კახეთის ხმის" მიერ ავტორი: მაკა ხაზიური უკვე წლებია, რაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს სანიაღვრე არხების გაწმენდის პრობლემა აქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრეებიდან წყალი გზის სავალ ნაწილზე გადადის, რაც სხვადასხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული. ადგილობრივები ხელისუფლებას მყისიერი რეაგირებისკენ და პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებენ. სოფელ ანაგაში მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ამ პრობლემის გამო ცენტრალურ გზაზე გადმასული წყალი სოფლებში უბნებს ატალახებს, რის გამოც მძღოლებისთვისა და ფეხით მოსიარულეებისთვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ