გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სრული რემონტი მხოლოდ რამდენიმე სკოლაშია. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
"ძირითადად მოსაწესრიგებელია ჭერი, გაზიფიცირება და სველი წერტილები. განსაზღვრულია რომელ სკოლაში რა გადაუდებელი სამუშაო უნდა ჩატარდეს. უკვე გვქონდა მოლაპარაკება მერიის შესაბამის სამსახურებთან. მუნიციპალიტეტში 25 სკოლაა და წლის ბოლომდე ყველგან იგეგმება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები“, - განმარტა მინდიაშვილმა
სკოლების რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარებისა და...
ისნის რაიონიში 4 მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ქანობიანი გადახურვა წითელწყაროს II შესახვევის N10-ში, სალოსის N46ა-ში მდებარე N39 კორპუსსა და ბაჩანას ჩიხის N7-ში შეიცვალა, ხოლო ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ვაზისუბნის დასახლების N16 კორპუსს ჩაუტარდა.
სახურავების რეაბილიტაციის ოთხივე პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჯამში, 27 580 ლარით დააფინანსა.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით, პროექტების განხორციელება ჩვენს რაიონში...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის ყინულის მოედანი ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაკეტილია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები თებერვლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. მერიის ა(ა)იპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში" ირწმუნებიან, რომ სამუშაოები დასრულებულია და მოედნის სატესტო რეჟიმში შემოწმება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ყინულის მოედანი გაიხსნება და ბავშვებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"მოედნის რეაბილიტაციას ვადებში მოხდა. ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში ხდება მოედნის გაყინვა და...
წინა სტატია
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
კერძოდ, ტენდერები გამოცხადდა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის, ნინოწმინდის სოფელ ორლოვკის, მარტვილის სოფელ წაჩხურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის, კასპის სოფელ წინარეხის, კასპის სოფელ კოდისწყაროს და ჭიათურის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.
ამასთან, ტენდერი უკვე გამოცხადებულია ხარაგაულის სოფელ კიცხის, ჭიათურის სოფელ რგანის, ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარის, ადიგენის სოფელ ბენარის, ჩოხატაურის სოფელ გუთურის,...
წინა სტატია
კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები განისაზღვრება.
მერიის ინფორმაციით, თბილისში ტაქსებისთვის გამოყოფილი უფასო საპარკინგე ადგილების რაოდენობამ 340-ს მიაღწია.
"თბილისის მერია ახალი ადგილების შერჩევის პროცესში ამ სფეროში დასაქმებულთა და მგზავრთა მოთხოვნებს ითვალისწინებს. ტაქსებისთვის პარკირების ადგილების გამოყოფა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მათი განლაგების სქემის ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე. ამასთან, მოქალაქეებს შეუძლიათ ახალი ადგილები თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის...
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც "ბავშვის უფლებათა კოდექსს“ განიხილავენ, განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის გარკვეული ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს.
მისი განმარტებით, ეს პრინციპული საკითხია: "იმიტომ რომ, ჩვენ, თბილისში ვერ ვხედავთ ადგილზე რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს. ბავშვთა უფლებების დაცვის გარკვეული ნაწილი უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსის უზრუნველყოფით", - აღნიშნა კილაძემ.
მისივე თქმით, ბავშვი ოჯახიდან მხოლოდ იმიტომ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე 46,5 მეტრი სიმაღლის დროშის მოსაწყობად 28 თებერვალს 36 299 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ქუთაისს დროშა ინდურმა კომპანია “სითი ქონსთრაქშენმა“ აჩუქა და როგორც მერიაში განმარტავენ ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში. მათივე ინფორმაციით, დროშის სადგარი უკვე ქუთაისშია ჩატანილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე ეროვნული დროშის აღსამართად საჭირო დგარის მოსაწყობად პირველი ტენდერი 2018 წლის 16 აპრილს გამოაცხადა. 25 აპრილს კი...
აჭარის მთავრობის თავმჯდმარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ინვესტორებთან ახალი შეთანხმებას მიაღწიეს და ქალაქში შეჩერებული მშენებლობები განახლდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ამასთან, მისივე თქმით, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე "ბაბილონ თაუერის“ მშენებლობაც, სავარაუდოდ, წელს დასრულდება და იგი 168 ნომრიანი მულტიფუნქციური კომპლექსი იქნება.
გარდა ამისა, რეგიონში გაჩერებული საინვესტიციო პროექტის გაგრძელების მიზნით, საბანკო გარანტია, დაახლოებით, 40-მა კომპანიამ წარადგინა. ხოლო, რიჟვაძის გადაწქყვეტილებით, მათ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ დავალიანებები ჩამოეწერებათ.
https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=eVwRNn9_h5A
როგორ მუშაობენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში და ასრულებს თუ არა რგოლი იმ ფუნქციას, რასაც კანონი განუსაზღვრავს? რამდენად აქტიურად აკვიდრებიან საჯარო მოხელეების მუშაობას და გასცემენ თუ არა სათანადო რეკომენდაციებს? ამის შესახებ TV25-მა სიუჟეტი მოამზადა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=1nT8lPbJ_-4
ხელვაჩაურის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რატომ შევიდა საგამოძიებო ორგანო ხელვაჩაურის მერიაში არ აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ საქმე ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციას ეხება.
როგორც ცნობილია აუდიტმა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები დააფიქსირა. თუმცა, საკმაოდ კრიტიკული შენიშვნების მიუხედავ ჯუმბერ ვარდმანიძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და დარწმუნებულია, რომ სიმართლე მალე გაირკვევა. მუნიციპალიტეტის...
სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან 58 537 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აღნიშნული თანხა ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ხანძრის, ხოლო ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გადანაწილდება.
სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიოდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით აღნიშნული თანხიდან 300 700 ლარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში დატბორვის შედეგად დაზარალებულ 93 ოჯახზე განაწილდება.
კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში...
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაზაფხულზე ფერმერებს სხვადასხვა სახის ტექნიკას გადასცემს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
კერძოდ, წელს ფერმერების 600 მაღალტექნოლოგიებით აღჭურვილ შემასხურებელი აპარატი და 150 სათიბი ხელსაწყო გადაეცემათ. ასევე, სამინისტრო 5 ტრაქტორის შეძენას გეგმავს, რომელსაც მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ გამოიყენებს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=mePXdGZTsOU
უცხოელი, რომელსაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვს და არ ამუშავებს, დაჯარიმდება
უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია, ვალდებულება ეკისრებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება უზრუნველყონ. ვალდებულების ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ სანქცია დაეკისრებათ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, სანქციად განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო ჰა მიწის ნაკვეთზე 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს...
დაბა თიანეთში ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა რეგულარული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა არსებული პროგრამები, რომელიც სოფლის განვითარებას უკავშირდება დაიხვეწოს და უფრო მეტად ადაპტირებული იყოს იმ საჭიროებებზე, რომელიც მოსახლეობას აქვს. ასევე, ბევრი საკითხია...
ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ორ თვეში წარუდგენს ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას, რომლის ეტაპობრივ განხორციელებას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.
კომპანია "სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით, გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეისათვის უკვე შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები და ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და ახალი...
სტატიის გაგრძელება
ახალქალაქში ჭავჭავაძის ქუჩაზე კომერციული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი უკანონოდ დადგა, რის გამოც კომერციულ საქმიანობაში ხელი ეშლებათ. ადგილობრივები მერიას ბიზნესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ და ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟს ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარეგანათების ბოძზე საგზაო ნიშანი, გასული წლის ბოლოს გააკეთეს. ამკრძალავი ნიშნის მოხსნის მოთხოვნით წერილი ადგილობრივებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში და შსს ახალქალაქის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































