აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაზაფხულზე ფერმერებს სხვადასხვა სახის ტექნიკას გადასცემს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
კერძოდ, წელს ფერმერების 600 მაღალტექნოლოგიებით აღჭურვილ შემასხურებელი აპარატი და 150 სათიბი ხელსაწყო გადაეცემათ. ასევე, სამინისტრო 5 ტრაქტორის შეძენას გეგმავს, რომელსაც მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ გამოიყენებს.