ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სკოლა 250 მოსწავლეზე გათვლილი. სამუშაოების ღირებულება კი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, 1 425 115 ლარს შეადგენს და განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს.
ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზედა საქარას სკოლაშიც.
"300 მოსწავლეზე გათვლილი, ზედა საქარის თანამედროვე სკოლის შენობის რეაბილიტაცია მაღალი სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორციელდება და 2020 წელს დასრულდება....
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავასა და ზუგდიდის საკრებულოს წევრ ანა წითლიძეზე, შეურაცხმყოფელი სტატუსები გამოაქვეყნა.
თინა ბოკუჩავაზე გამოქვეყნებული პოსტი ფაცაციამ მოგვიანებით წაშალა და დაწერა, რომ ბოდიშს იხდის.
"ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი,...
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა და წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მიმდინარე მოვლენებზე განცხადება საია-ს თავმჯდომარემ ვახუშტი მენაბდესთან ერთად გააკეთა.
სულხან სალაძემ ის ფაქტები შეაფასა, რომლებიც 2019 წლის 28 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში გამოვლინდა. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით...
"ქართულ ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი ადასტურებს, რომ სიებით მობილიზებული აქტივისტები 19 მაისის ვადამდელ არჩევნებზე კვლავ ეყოლებათ. ამის შესახებ ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მათ აქვთ იმ ამომრჩევლების სიები, რომლებიც მათ კანდიდატს აძლევენ ხმას.
"ჩვენი აქტივისტები არიან მობილიზებულები იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ უკვე გვყავს იდენტიფიცირებული, მათგან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ისინი მობრძანდებიან არჩევნებზე...
როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს ასეთი აგრესიის გამოვლინების საბაბი მისცეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად.
"სამწუხაროდ, ახლა ზუგდიდში ემოციები ჭარბობს. თუ ვინმეს ინტერესშია...
ჩვენ კითხვები თამარ ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს პროცესებს კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში იბარებს.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ინტერპელაციის პროცედურიდან გამომდინარე, რომელიც კანონითაა დარეგულირებელი, ოპოზიციას აქვს საშუალება პარლამენტში ნებისმიერი ანგარიშვალდებული პირი დაიბაროს და მას შეკითხვები დაუსვან.
"ზოგადად ინტერპელაციის...
გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ზუგდიდის პოლიციის შენობასთან აქციას მართავენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ისინი დადიანების სასახლის ეზოში 14 მაისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პოლიციის უფროსი უნდა გამოვიდეს და გასცეს პასუხი კითხვებზე, რომლებიც მათ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ჟურნალისტის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ჩაწერისას ინციდენტი მოხდა. სასახლის...
პრლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არც ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და არც პრემიერმინისტ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში მისვლის პრობლემა არ ექნებათ.
კობახიძის თქმით, ისინი გამოცხადდებიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.
"ანგარიშვალდებული ორგანოების პარლამენტში დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა. მათ ამის უფლება აქვთ და ბუნებრივია, გამოცხადდებიან შესაბამისი თანამდებობის პირები. დარწმუნებული ვარ, არც ცესკოს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ისინი გამოცხადდებიან პლენარულ...
"ევროპულმა საქართველომ “პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. "ევროპულ საქართველოს“ კითხვა საბანკო რეგულაციების საკითხზე აქვს გადაგზავნილი.
პირველი ინტერპელაციის დროს, პარლამენტში სწორედ მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. მაშინ ის სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გასაცემად, ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე სასაუბროდ დაიბარა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე, მაისის თვის ბოლო პარასკევს წარსდგება.
ამავე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით მოსმენაც იგეგმება, რომელსაც "ნაციონალური...
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. მისი თქმით, "ნაცმოძრაობამ" ინტერპელაციის წესით ჟვანიას დაბარების შესახებ დღეს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.
"ვიბარებთ, რათა მან პარლამენტის წინაშე გასცეს პასუხი, თუ რატომ არ ახდენს საარჩევნო კომისია რეაგირებას იმ დარღვევებზე, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია, ვხედავთ და მათ შორის იმ ძალადობაზე, რასაც დღეს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში სჩადიან, თუნდაც...
მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ სწორედ იქ გადაინაცვლებს დაძაბულობის ცენტრი, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება.
"დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ საელჩოებთან, რომლებიც აკვირდებიან ზუგდიდში არსებულ ვითარებას....
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ სლოტ კლუბის კარების აჭედვა სცადა, რისი უფლებაც მას დაწესებულების დაცვამ და პოლიციამ არ მისცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ჯგუშიამ სლოტ კლუბის შესასვლელთან კედელს ჩაქუჩიც დაარტყა, რასაც კლუბის წარმომადგენლების გაღიზიანება და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის ცენტრში ტოტალიზატორების სიმრავლეს აპროტესტებს და ამბობს, რომ მათ ბიუჯეტში უმნიშვნელო თანხა შემოაქვთ და საკუთარ მოგებაზე არიან ორიენტირებული.
მერობის კანდიდატის...
ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ ზუგდიდის საოლქო საარჩვენო კომისიაში დღეს მომხდარ დაპირიპირებაზე განცხადება გააკეთა.
"ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების საშუალებას.
აღნიშნული დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობა.
ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან, აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის კორპუსების მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა, რომ ზუგდიდში მიმდინარე წლის შემოდგომიდან საცხოვრებელი ბინებით 720 ოჯახი დაკმაყოფილდება.
"ამ ქუჩაზე ექვსი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სახეზეა აქტიური სამშენებლო პროცესი".
დევნილთათვის სახლების მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.
გარკვეული პროდუქტების მიწოდების დაგვიანება, შეფერხება იყო, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით, გამოსწორდა პრობლემა, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი და ისინი ყოველთვის აკონტროლებენ პროცესებს.
კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ხვალიდან ბავშვები ხორციან საკვებს, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბავშვები დღეიდან მიიღებენ ხორციან კერძს და ამჟამად მიმდინარეობს ჩვეულებრივი კვება.
"ოთხჯერადი კვება...
წინა სტატია
ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე ისტერიაში გადაიზარდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზუგდიდში გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და სურს აქცენტები ინტრიგებზე გადაიტანოს.
"ისინი ძალიან არაპროგნოზირებად და კონფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ. მუდმივად აპელირებენ ისეთ ფაქტებზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელს და საზოგადოებას შეუქმნან იმის განცდა, თითქოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































