წინა სტატია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით დააკვირდება. ორგანიზაციის ცნობით, ISFED-ის დამკვირვებლები ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებში ყველა საარჩევნო უბანზე იქნებიან. ისინი არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდებიან, რაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და  ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობას...
ზუგდიდში ლაღიძის ქუჩაზე გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოქალაქეთა ჯგუფი სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მერობის კანდიდატი დევნილებთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივიდა. შეკრებილების ნაწილმა სანდრა რულოვსისთვის კითხვების დასმა მოითხოვა, რასაც რულოვსის მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. რულოვსის მხარდამჭერებმა საპირისპიროდ განწყობილ მოქალაქეებს სუს-ის პროვოკატორები უწოდეს და შეხვედრის ჩაშლაში დაადანაშაულეს. ადგილზე ვითარება დაიძაბა და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. საბოლოოდ დევნილებთან დაგეგმილი შეხვედრა მალევე დასრულდა და...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის "ოდიშის“  წამყვანი, ლევან თორია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს. მასთან ერთად პასუხისგებაში კიდევ ერთი პირია მიცემული. "2019 წლის 14 მაისს,  ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მომხდარ, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში კიდევ 2 პირი მიეცა. ჯგუფურად, ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, 1985...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. უწყების ცნობით, დაიგება 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდება წყალამრიდი მილები, გაბიონები, საყრდენი კედელი, მოეწყობა მიერთებები, ეზოში შესასვლელები და ფოლადის თვალამრიდები. ამ დროისთვის ნაფეტვრები-ქვემო წყლულეთისა და ლისი-მუხაწყაროს გზა გრუნტისაა, რის გამოც მოსახლეობას და დამსვენებელს გადაადგილება ძალიან უჭირს....
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი მოთხოვნების დაუყოვნებლივ და დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ინფორმაციასინტერპრესნიუსი ავრცელებს. "დავიწყეთ უვადო შიმშილობა. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება მოთხოვნები. მაინც უკიდირეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ვიშიმშილებთ, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება"-განაცხადა არჩილ ჭუმბურიძემ. მოშიმშილეები მერიის წინ რჩებიან. პარალელურად გრძელდება მაღაროელების გაფიცვა.
ქუთაისის მერია ყოფილი მუზეუმის შენობაზე 7 000 ლარიანი ბანერის განსათავსებლად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ნიუპრესი" ავრცელებს. საინფორმაციო ბანერი შენობის წინა ფასადზე განთავსდება. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ბანერი საინფორმაციო ხასიათის იქნება და მასზე მერიის მიერ შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია განთავსდება. სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მახასიათებლების, შესაბამისი ხარისხის მქონე პოლიმერული ფირით საინფორმაციო ბანერის დამზადება, წინასწარ შემუშავებული და...
ქუთაისის სამხედრო სამსახურს გადავადების მოთხოვნით "გირჩის" 870-მა მღვდელმსახურმა მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპრესი" ქუთაისის სამხედრო სამსახურის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. ვალერი ყენიას განცხადებით, 2017 წლის შემოდგომიდან, სამხედრო სამსახურის გადავადების მოთხოვნით, "გირჩის" რვაასზე მეტმა მღვდელმსახურმა მიმართა. "სამსახური მუშაობს როგორც წვევამდელების აღრიცხვაზე, ისე სამხედრო სამსახურში გაწვევაზე. ამ ეტაპზე 163 წვევამდელი უნდა ჩავრიცხოთ სხვადასხვა დანაყოფში. ჯერ პროცესი მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს....
მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს, მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს თუ ხედავენ, რომ ადგილი აქვს რაიმე კანონდარღვევას და არასწორ ქმედებას. იხელმძღვანელონ და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით და არა იმ ხერხებით, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, - ამის შესახებ ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა. მისი განმარტებით, ამ არჩევნებისთვის საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატა სამოქალაქო საზოგადოებამ და დამკვირვებელთა უმეტესობა...
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების პარკისა და ფესტივალის მოწყობაზე მუშაობენ. ფესტივალი სახელწოდებით "UPPERGROUND" როლანდ შალამბერიძის და პროექტ ურბან არტის კოლაბორაციის ფარგლებში იგეგმება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. პროექტის ავტორთა ინიციატივით, პარლამენტის ყოფილი შენობის მომდებარედ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების პარკი მოეწყობა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იქნება წარმოდგენილი. "პროექტი ურბან არტი ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების პარკის მოწყობას გულისხმობს. პარკში იქნება სივრცეები, მუზეუმები, პროფესიული სასწავლებელი, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. ადგილი შერჩეული გვაქვს...
წინა სტატია დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია "ნილს“ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, "ნილის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების დაგვიანებაში, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არმიტანაში გამოიხატა. მისივე თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან, კომპანიის მხრიდან ნებისმიერი სახის დარღვევა კონტრაქტის დაუყონებლივ გაწყვეტას გამოიწვევს. "თბილისის მერიისთვის...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ორმა, ადიგენმა და ბორჯომმა დაიწყო, დანარჩენ ოთხში კი საპროექტო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადიგენის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში შერჩეული 72 პროექტიდან სამშენებლო სამუშაოები ორზე დაიწყო, 70–ზე კი საპროექტო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს. "არის რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი, სადაც ჯერ კიდევ თოვლია და საპროექტო სამუშაოებსაც ვერ ვიწყებთ,...
გორში არსებულ ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ობიექტში, ერეკლეს აბანოში, ნესტი გაჩნდა, რის გამოც ის ზიანდება, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკა" გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელის, თინა სოსანიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. "აბანოში არის ნესტი. ამისთვის საჭიროა სპეციალური სამუშაოების ჩატარება. განაცხადი დაწერილი გვაქვს და ველოდებით, როდის მიიღებენ საჭირო ზომებს. ვფიქრობ, გამწოვს დააყენებენ. ეს ნესტი თუ არ მოისპო, ყველაფერი დაზიანდება", - აცხადებს თინა სოსანიძე. ერეკლეს აბანოს...
გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაცენტრ მთავარის პრესკლუბში ადგილობრივ მედიაზე "აფხაზ ინფოზე" დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და გიორგი უდესიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მისი თქმით, ისინი, ზუგდიდის მერის არჩევნებში ჩართვას სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან გეგმავენ. სავარაუდოდ, საუბარია ე.წ. საზღვარზე დესტრუქციული ძალების გადმოყვანასა და პროვოკაციების მოწყობაზე. "აფხაზ ინფომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები,...
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა მიხეილ ბატიაშვილმა საარჩევნო პროცესში პედაგოგების ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ბათუმში ყოფნისას კომენტარი გააკეთა და კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ პედაგოგებს საარჩევნო პროცესში ჩართულობას და სახელისუფლებო კანდიდატებისთვის ხმის მიცემას აიძულებენ. "პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს და მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლების თემაზე ეს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ, უნდა...
19 მაისს რამდენიმე საარჩევნო ოლქში რიგგარეშე/შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. ბოლო კვირის განმავლობაში ზუგდიდის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური პროცესები უკიდურესად გამწვავდა. მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდეს, მშვიდ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს ხელი არ შეეშალოს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვაში. რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის...
წინა სტატია პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ დეპუტატმა გია დანელიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერის გამო, შესაძლოა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" უჩივლოს. ამასთან, ამბობს, რომ არ იყო ინფორმირებული, თუ რაზე ესაუბრებოდა მას მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, როცა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია მას დაუპირისპირდა. მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მოუწყვეს. გია დანელია ვარაუდობს, რომ ჩანაწერი 2017 წლის არის, რომელიც ბაადურ რაფავამ მიზანმიმართულად მოამზადა. საკრებულოს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ