გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ფაფრის მინდვრებზე კომპანია m2 ტურისტულ კომლექსს ააშენებს, რომელიც 14 ჰა ფართობზე განთავსდება. განაშენიანების გეგმა საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. "აღნიშნულ ტერიტორიაზე კოტეჯები და სასტუმრო აშენდება. ეს ადგილი, ძირითადად, ვენახით გამწვანდება, რაც ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას. მოეწყობა ჭურები, ადგილზე მოხდება ყურძნის დაწურვა და ღვინის დეგუსტაცია. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სარიტუალო მომსახურების დარბაზის და მცირე სახის ბაზილიკური ეკლესიის...
წინა სტატია ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მერიის მოთხოვნა, რის საფუძველზეც მერიას კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსის გამოცხადებაზე აკრძალვა უნდა მოხსნოდა, არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. საქმე ეხება 2018 წელს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მაია მურუსიძის დავას. "სასამართლოს მივმართეთ, რომ მერიას შეზღუდვოდა აღნიშნულ პოსტზე კონკურსის გზით ვინმეს დანიშვნა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. განჩინება მერიამ სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, მერიას ორ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დღესდღეობით, ბაგა-ბაღის შენობა მოქმედია. თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, არ შეესაბამება შესაბამის ნორმებს. შენობა არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, დარღვეულია სანიტარული ნორმები. სანიტარული კვანძები არ არის გაყოფილი აღსაზრდელებისთვის და პერსონალისთვის. ჭურჭლის სამრეცხაო გათვალისწინებულია დერეფანში, რომელიც უკავშირდება სანიტარულ კვანძებს. შენობას არ გააჩნია დამხმარე გასასვლელი. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით,...
გორის მერია პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებზე 150 ათას ლარს ხარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აქედან ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია, რომლის თვიური სარგო 1 200 ლარია, ხოლო 4 მესამე რანგის პირველ კატეგორიას წარმოადგენს 900 ლარიანი ხელფასით. პიარსამსახურის მე-6 თანამშრომელი კი მესამე რანგის მეორე კატეგორიის წარმომადგენელია, მისი ხელფასი თეში 800 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში გორის მერია პიარ სამსახურში დასაქმებულ 6 პირზე ხელფასის...
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ  კონკურსი 8 პოზიციაზე გამოაცხადა. ყველა ვაკანსიაზე კადრების შერჩევა კონკურისისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით მოხდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კონკურსის წესით გორის მერიამ თანამშრომლები შემდეგ პოზიციებზე აიყვანა:პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე - 1 სასშტატო ერთეული; პირველადი სტრუქტურული ერთეულის...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავში დაწყებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი თითქმის ცარიელ კლასებში მიმდინარეობს. გაკვეთილებს 2 ჯგუფში კი მხოლოდ 3 მოსწავლე ესწრება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. თათია ბედინაძე ამ სკოლის ერთადერთი პირველკლასელია. მოსწვალე, რომელსაც კლასელები არ ჰყავს, შესვენებაზე, სხვა ჯგუფის ბავშებთან ერთად თამაშობს. იმისათვის, რომ მომავალ თაობას განათლება მისცეს, დაწყებითი კლასის ერთადერთი პედაგოგი, უკვე 20 წელზე მეტია, რაც  ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადის....
სოფელი საბავშვო ბაღის გარეშე.  ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსების მეურნეობაში , სადაც 420 ოჯახი ცხოვრობს, სკოლამდელი აღზრდის დაწებულება არ არის. მშობლებს აღსაზრდელები კილომეტრობით მოშორებით სხვა ქალაქებსა და უბნებში დაჰყავთ.  ინფორმაციას TV25 ავრცელებს. დაბა ჩაქვის სოფელ ციტრუსების მეურნეობაში, დაახლოებით, 420 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებს  ბავშვების ტარება ჩაქვის ან მახინჯაურის ბაღებში უწევთ. ესიც, იმ შემთხვევაში, თუ  ბავშვის რეგისტრაცია მოახერხეს. მოქალაქეები იხსენებენ, რომ  ბაღის აშენებას  წინააარჩევნოდ გამართულ ...
თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან სესხის სახით 12 მილიონი ლარის აღებას აპირებს. მისი თქმით, ეს თანხა გზებისა და მეტროს რეაბილიტაციას მოხმარდება. საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ მაშინ როდესაც თბილისის ბიუჯეტი მხოლოდ ერთი მილიარდი ლარია, მსგავსი თანხის ვალად აღება გაუმართლებელია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი, საკრედიტო ხაზის გახსნა ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სჭირდებათ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია თბილისის მოსახლეობის...
წინა სტატია ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის აივნისა და მოაჯირის ჩამოშლის დროს, შენობაში 1 ადამიანი იმყოფებოდა. ბესიკ ვაშაკიძის ინფორმაციით, სახლი არის საკმაოდ ძველი და ავარიული. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ადგილობრივებს არაერთხელ მიუმართავთ გამგეობისთვის, მერიისთვის, ძეგლთა დაცვის ფონდისთვის, თბილისის განვითარების ფონდისა და სხვა უწყებებისთვის, არც ერთი მთავრობის დროს შენობის რესტავრირება არ მომხდარა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ბათქაში სულ ცვიოდა. რამდენიმეჯერ გადარჩნენ...
სტატიის გაგრძელება თბილისში, ყავლაშვილის ქუჩის N10-ში , ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი და მოაჯირი ჩამოიშალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ადგილი შემოსაზღვრულია და იქ საპატრულო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. რამ გამოიწვია ნგრევა, ამ დროისთვის უცნობია. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/328799597815707/
ბაღდათის მერს არჩილ გოგსაძეს იმპიჩმენტით ემუქრებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი ირაკლი ჩიგოგიძე მერს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაღალჩინოსნების გახშირებულ მივლინებებს აპროტესტებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც ირაკლი ჩიგოგიძე აცხადებს, ბაღდათის მერი და სხვა საჯარო მოხელეები მივლინებებში დიდი რაოდენობით თანხებს ხარჯავენ, იმ დროს, როდესაც სოციალურად დაუცველები ერთჯერად დახმარებას ვერ იღებენ. "ბაღდათელი მაღალჩინოსნები აქტიურად დადიან მივლინებებში, ხარჯავენ ბიუჯეტის თანხებს. ოთხ...
ტაქსების შესახებ რეფორმა რომ ჩაშლის პირას არის და შეიძლება არ განხორციელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ავტომობილს რომ არავინ არ გადაღებავს, მე მგონი, ყველამ კარგად გავიგეთ. არანორმალურია, რომ ტაქსის მძღოლები ადგნენ და ავტომობილები გადაღებონ იმის გამო, რომ კახა კალაძეს ასე უნდა. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ამას არ...
წინა სტატია დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. მათ შორის, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს. გარდა ამისა, თბილისის მერიის ინფორმაციით, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის...
ამ ჩინოვნიკის გამოსვლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ორი დღის წინ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე. ფორუმის განხილვის უმთავრესი თემა ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხები იყო. როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაცია უფლებამოსილებების, ფინანსებისა და ქონების ცენტრიდან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც და რეგიონული განვითარების სამინისტროც თანხმდებიან, რომ ქონებრივი...
მესტიის ცენტრში დამონტაჟებული ერთადერთი ტურისტული დაფა დაზიანებულია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ახალი ტურისტული დაფა უკვე შეუკვეთეს და თვის ბოლოს დადგამენ. ვინ და როდის დააზიანა დაფა, მერიაში არ იციან. "იმ ადგილას, სადაც დაფა დგას, კამერები არ არის. ამიტომ უცნობია, ვინ და როგორ დააზიანა. უკვე შევუკვეთეთ ახალი დაფა, რომელიც თვის ბოლოს გვექნება“, - განაცხადა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ