საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით, სვანური არქიტექტურული ნაგებობების რეაბილიტაციისათვის 1 600 000 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წელს მესტიის რამდენიმე თემში 10 საგვარეულო მაჩუბი, რვა კოშკი და ორი არქიტექტურული კომპლექსი აღდგება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვლება და განახლდება.
სარეაბილიტაციო სვანური კოშკებისა და მაჩუბების ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები სვანურ სოფლებში ივლისდან დაიწყება და მიმდინარე...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"მაგალითად მუნიციპალიტეტების 71% აქვეყნებს ზოგად ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესახებ, მაგრამ 5%-მდეა ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა საწვავის დეტალური ხარჯები, 10%-მდეა პრემიებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები და ა.შ." - აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების ერთ-ერთი ავტორი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ექსპერტი გიორგი ტოკლიკიშვილი.
- 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მოვისმინეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ანგარიში. შეფასდა საქართველოს 64 მუნიციპალური...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ყველაზე გამჭვირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტად ბათუმი დასახელდა. ყველაზე გაუმჭირვალედ კი - ახალქალაქი. ასევე, ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე მერიად დასახელდა ბათუმი, ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე საკრებულოდ კი - ლაგოდეხი.
2 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც საქართველოს 64 მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხი შეფასდა.
ინდექსის მიხედვით...
მთა მტირალასა და ხელვაჩაურის სოფელ ყოროლისთავში ტურისტული თავშესაფრების, პანორამული პლატფორმებისა და 11 კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოეწყობა იგეგმება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა
მთა მტირალასა და სოფელი ყოროლისთავის კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებას, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების არქიტექტურული ნახაზების, პროექტის სადემონსტრაციო-საპრეზენტაციო ვიდეოსა და 3D ვერსიების გაკეთებას და მთა მტირალას ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადებას ითვალისწინებს.
ტურისტული განვითარების გეგმის შემუშავებაზე...
ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე- "მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ გახსნეს.
სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის...
3 ივლისს ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლებთან მოკლე გამოკითხვა ჩატარდება. გამოკითხვა შედგება შემთხვევითი შერჩევის ფორმით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე.
გამოკითხვას მერიის კონტრაქტორი "სპექტრუმ კონსალტინგი“, საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით ჩაატარებს.
"გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს. მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული", - განმარტავენ მერიაში.
დედაქალაქისათვის...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საკომიტეტო განხილვების რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლებმა რამდენიმე კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის წევრების – ზაზა გაბუნიასა და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ” (კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია), მესამე მოსმენით განსახილველად კომიტეტის თავმჯდომარემ, პროექტის ერთერთმა ინიციატორმა ზაზა გაბუნიამ წარადგინა.
"ჩვენ ტერმინოლოგიური და...
ახალციხის სოფელ სვირში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 119 611 ლარი დაიხარჯა, თუმცა ადგილობრივების თქმით, ახლადგაკეთებული წყლის სისტემა გაუმართავია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სვირში რომ ახვალთ, სოფლის შიდა გზებზე დაინახავთ, რომ წყალი მიწიდან ამოდის და მიედინება. ასევე, წყლის შემკრები ჭებიდან წყალი ჟონავს და მის გარშემო გუბდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს წყალი მათ ეზოებში, ბოსლებსა და სახლებშიც კი აღწევს.
ნელი დალალიშვილი ადგილობრივია. იგი ახლადგაკეთებული...
ევროპის რეგიონული ასამბლეის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სადაც მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევენ. ასამბლეაში ევროპის ქვეყნების 35 რეგიონი, მათ შორის, აჭარა და იმერეთია გაწევრიანებული.
"ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს უნიკალური და უძველესი კულტურით მემკვიდრეობა აქვს, ეს ქვეყანა სტუმართმასპინძლობით და სამზარეულოთი გამოირჩევა. მდიდარი ბუნებით მიმზიდველი საქართველო საუკეთესო ადგილია თავგადასავლების მოყვარულთათვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის 51,4%-ს კანალიზაცია არ აქვს. საქსტატის კვლევა 2018 წელს მოიცავს. მასალის მიხედვით, შარშან კანალიზაციის ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1,4 პროცენტით გაიზარდა და 1,81 მილიონი (48.6%) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0,6 პროცენტით და 1,34 მილიონია (36,0%).
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხვი 2.45 მილიონით განისაზღვრა.
წინა სტატია
გორის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიცია ვაკანტურია. მერიამ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ყოფილი ხელმძღვანელის სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მირიან კლიმიაშვილი საქმიანობას კომბინატის დასახლების მე-2 უბანზე, მერის წარმომადგენლად აგრძელებს და ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახური პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
ზედამხვედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობასთან ერთად, გორის მერია კონკურსს კიდევ 4 პოზიციაზე აცხადებს. მათ შორისაა:...
სტატიის გაგრძელება
მირიან კლიმიაშვილმა გორის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია, როგორც თავად განმარტავს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მის მოვალეობას ამჟამად მისი ყოფილი მოადგილე მამუკა ნიკუჭაძე ასრულებს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდიდან ირკვევა, კლიმიაშვილი ამჟამად კომბინატის დასახლების მე-2 უბანზე მერის წარმომადგენელია.
გასული წლის მონაცემებით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტზე ყოფნისას, კლიმიაშვილა ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 21 590 ლარი მიიღო.
"ჩემი სურვილით წამოვედი დაკავებული...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნულ პარკში განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.
"კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოეწყო საპიკნიკე ადგილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ პირსს.
პალიასტომის ტბაზე შეკეთდა ფრინველებზე დაკვირვების კოშკურები. ასევე, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები", - განმარტავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა "შავი ზღვის ტერმინალის“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
კოლხეთის...
ზუგდიდის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებულია, თუმცა ჯერ უცნობია, ეყოლება თუ არა მერს მესამე მოადგილე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, ირაკლი ამანათიძის განცხადებით, მუშავდება მერიის ახალი სტრუქტურის პროექტი.
'მას შემდეგ, რაც მერმა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა, გამოიცა სამართლებრივი აქტი. სპეციალური ჯგუფი შეიმუშავებს მერიის ახალი სტრუქტურის პროექტს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება ორიენტიერებული. რეორგანიზაცია არ გულისხმობს შტატების...
ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე თამუნა ჯიქია ითხოვს ადგილობრივ დონეზე დარეგულირდეს საკითხი და რესტორნებსა და კაფეებში აუცილებლად იყოს წარწერები ქართულ ენაზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მისი თქმით, დღეს ეს წარწერები მხოლოდ ინგლისურად გვხვდება, ქართული კი არსად ფიქსირდება. დეპუტატის თქმით, ეს თემა ცენტრალურ დონეზე და დიდ მუნიციპალიტეტებში მოწესრიგებულია, ამიტომაც იგივე ინიციატივით მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართავენ.
"ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ენა...
წინა სტატია
დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართება, სადაც ქართული მხარე ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვის საკითხს დააყენებს. ასევე, განიხილავენ ყველა იმ მწვავე თემას, რომლებსაც წინა შეხვედრებისას განიხილავდნენ. კერძოდ, დემილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია და იქ არსებული მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულია დევნილთა უსაფრთხო და უპირობო დაბრუნებისა და რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































