წინა სტატია სტატიის გაგრძელება დღეიდან საპილოტე პროექტის ფარგლებში, კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. პროექტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირება ოთხ ადგილზე დამონტაჟდება და პირველი 15 წუთი უფასო იქნება, ხოლო კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასოა. პარკირების ადგილები A, B და C ნაწილებად არის დაყოფილი, ფასები კი განსხვავებულია და 1-დან 3 ლარამდეა...
წინა სტატია თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, დღეს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს. “ამდენად, უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ”, – აცხადებენ თბილისის მერიაში. შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვალა და დილის 06:00-დან 23:00 საათამდე მუშაობს.
video
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის, კერძოდ ქვეშეთი-კობის პროექტისთვის, 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. აზიის განვითარების ბანკის ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში და ეს დერეფანი მნიშვნელოვანი სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. "აღნიშნული დერეფანი, ასევე, იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან...
ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს მედია-კლუბის წარმომადგენლებმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხები განიხილეს. პროექტი, რომელიც ახალქალაქში ხორციელდება, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვას, რისთვისაც დაგეგმილია თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა გადამზადება, აგრეთვე, საჭირო ნორმატიული ბაზის შემუშავება და დამტკიცება. შეხვედრას ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე შალვა ბალახაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი ედუარდ აღასარიანი ესწრებოდნენ. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა...
მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე მცხეთაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე და საქართველოს მედია-კლუბის წარმომადგენლები - ირაკლი მელაშვილი და მაგდა პოპიაშვილი ესწრებოდნენ. პროექტი, რომლის განხორციელებაც მცხეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ამისათვის, პირველ ეტაპზე, დაგეგმილია მერიის იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომლებიც შემდგომში მონაწილეობითი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვებიან. ტრენინგში მონაწილეობას, ასევე, მიიღებენ მცხეთა-მთიანეთში მოქმედი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "პროექტის...
წინა სტატია დუშეთში მიმდინარე წლის შემოდგომაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სკოლა-პანსიონი გაიხსნება. სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში იგეგმება პანსიონის სრული განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. "სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ განათლება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ",- განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში. ამასთან, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შატილისა და ბარისახოს სკოლა-პანსიონებსაც ჩაუტარდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის სამივე პანსიონის სარეაბილიტაციო...
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქ ფოთის №1, №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 454 502 ლარით დაფინანსდება. პროექტი სამშენებლო-სარემონტო სამუშაობის ჩატარებასა და სისტემების განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან სამუშო შეხვედრაზე განიხილეს. მერიის ინფორმაციით, შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი ოთარ არევაძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალი ამბულატორია აშენდება. როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ამბულატორიის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მათივე ცნობით, ამბულატორიის მშენებლობისთვის უკვე გამოცხადებულია 82 609 ლარის ღირებულების ტენდერი. სატენდერო წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დასრულდება ახალ ამბულატორიას 4 ოთახი, სველი წერტილი, სამანიპულაციო ოთახი და ცენტრალური გათბობა ექნება. ამასთან, შენობაში მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მუნიციპალიტეტებში ამბულატორიებისა და სასწრაფო...
ქალაქში ქაოსური მშენებლობები აღარ იქნება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მისი აზრით, აღნიშნულის გარანტია ქალაქის განაშენიანების გეგმაა, რომელსაც ა(ა)იპ "სითი ინსტიტუტი“ ამზადებს მერიის დაკვეთით. "ამ გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს იმას, რომ ქაოსური მშენებლობები აღარ იქნება. ჩვენი მუნიციპალიტეტის იერ-სახე უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. აღარ უნდა იყოს უსახური შენობები და...
video
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ "აგროჰაბსა“ და ყოფილ "მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება. პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს და 7 თვეში დასრულდება.
"1 მილიონი მანეთი, უკაცრავად, ლარი გამოვყავი თვითმცლელი ნაგვის მანქანების და ქუჩის მოსარეცხი მანქანის შესაძენად“, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "სოფლებში იყო ნაგავსაყრელების პრობლემა. დიდი მანქანები, რომლებიც დღესდღეობით, ემსახურება გორის მუნიციპალიტეტს, ყველა უბანში ვერ შედიოდა. ამიტომ აქცენტი გაკეთდა მსუბუქი ტიპის თვითმცლელებზე - ნაგვის მანქანებზე. მე ამისთვის გამოვყავი 1 მილიონი...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საყავრია-კირკის უბნის წყლით მომარაგების პროექტის ფარგლებში დამატებით 1500 აბონენტი მიიღებს სასმელ წყალს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 300 არაგველის ქუჩაზე მთავარი რეზერვუარის მოწყობას და ქსელის განახლებას ითვალისწინებდა, საიდანაც აბონენტებისთვის წყლის მიწოდება უნდა მოხდეს. "რეაბილიტაციის შედეგად, 32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე სრულიად ახალი ქსელი მოეწყო. მასშტაბური წყალმომარაგების პროექტი აზიის განვითარების ბანკის და ევროპის საინვესტიციციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება...
"აგარის მუნიციპალიტეტის მერს ვთხოვ გაესაუბროს მოსახლეობას“ - ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში მომხმარებელს წინაგარადან, რომელმაც მერთან შეხვედრა ითხოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "მე ვეტყვი აგარის მუნიციპალიტეტის მერს, რომ გაესაუბროს მოსახლეობას, თუ ისინი ითხოვენ მერთან შეხვედრას, სიამოვნებით შევხვდებოდი წინაგარის მოსახლეობასაც, მაგრამ გორის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილება მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტზე ვრცელდება“, - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი. ინფორმაციისთვის, აგარა ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი სახელმწიფო ქონება 1 ლარად ნინო ბურჯანაძეს, გიგი უგულავას ძმას, კუდის მაღალჩინოსან ლევან ქარდავას,  ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, "ვისოლს", "სილქროუდს", "ორბი ჯგუფს", საპატრიარქოს, სხვა, არაერთ კერძო პირსა და კომპანიას, კონკრეტული საინვესტიციო პირობებით, ან მის გარეშე, მოგვიანებით, არცთუ იშვიათად გადავადებული, ანდა საერთოდაც ჩამოწერილი ვალდებულებებით - უმეტესად, ასეთია პრაქტიკა, რომელიც, აგერ უკვე 10 წელზე მეტია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების 1...
ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქრო გაიხსნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. პროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია "მორიგეა’’. ეტლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული და დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. საწარმოს მშენებლობა ზესტაფონის მერიისა და ორგანიზაცია "მორიგეს’’ ერთობლივი იდეა იყო. "ჯორჯიან მანგანეზს’’ ფართის გამოყოფის თაობაზე მერიამ მიმართა, რის შედეგადაც კომპანიამ უსასყიდლო ფართი გამოჰყო. ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტში მერიაც თანადაფინანსებით შევა, თუმცა კონკრეტულად რა...
სტატიის გაგრძელება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, შესაძლოა, თანამდებობიდან უახლოეს მომავალში გაუშვან. ასევე საუბარია იმაზეც, რომ თანამდებობებს გამოემშვიდობებიან მისი 4 მოადგილიდან სამიც. მიზეზად სახელდება ის, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მის მიერვე დანიშნული რწმუნებულის აქტიურობით უკმაყოფილოა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ ვინმეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ არსებობს, თუმცა, შესაძლო მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. „ვერაფერს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ