ქუთაისში  სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკი“-ს  მშენებლობა იგეგმება.  პროექტის შესყიდვის მიზნით მერიან  60 ათასი ლარის ღირებულების NAT190015849 ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ტენდერის მოთხოვნის თანახმად, ავტოპარკში სხვადასხვა სივრცეები უნდა მოეწყოს.  ცალ-ცალკე მოეწყობა  დიზელზე და ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების სადგომები.  ადგილზე იქნება როგორც  ბენზინგასამართი, ასევე  ელექტროავტობუსების დასატენი მოწყობილებაც . მოეწყობა ავტოსამრეცხაოებიც, ასევე ტექნიკური დათვალიერების სივრცე და პროფილაქტიკური სამუშაოების განკუთვნილი ადგილი. პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული შენობა და სკვერი, ასევე პერსონალისათვის...
ქუთაისის მერიამ კლუბ "ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მერიამ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის" ადმინისტრაციას. კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გახდება ცნობილი. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქუთაისის მერიის, საკრებულოს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრისას, კლუბის გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. ქუთაისის მერი ასევე...
ქუთაისის განათლების რესურსცენტრში მასწავლებლობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. გასაუბრება 1-ელ სექტემბერს  დაიწყო და დღეს დასრულდება. როგორც ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე ვაკანსია ქუთაისის 27 სკოლაშია გამოცხადებული, სულ კი, 90 ადგილია. მისი თქმით, პედაგოგობის მსურველთა ნაკადი საკმაოდ მაღალია. "38 სკოლიდან 27-შია ვაკანსია, სულ, 90-დე ადგილია. მაღალია მოთხოვნა, განსაკუთრებით, ინგლისურზე, ფილოლოგიურსა და მათემატიკაზე. სკოლაში თითო საგანზე დაახლოებით ორასამდე მსურველია. გასაუბრება დღეს...
წინა სტატია კეთილი ინებონ, გზები გააკეთონ და ჯიპებისა ყიდვას თავი დაანებონ, - ასე ეხაურება გოგი წულაია ქუთაისის მერიის მიერ ჯიპების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. წულაიას თქმით, ქუთაისში ზოგან ისეთი გზებია, მართლაც საჭიროა ჯიპებით სიარული, თუმცა, მისი თქმით, საჯარო მოხელეებმა უარი უნდა თქვან სახელმწიფო მანქანებზე და საკუთარი ხარჯით იმოძრაონ. "ქუთაისში ზოგან ისეთი გზებია, კი არის საჭირო ჯიპებით სიარული. მარტო რუსთაველი და რამდენიმე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თეთრი გიორგის ქუჩაზე სასმელი წყლით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქუჩაში მიმდინარე სამუშაოებისას კანალიზაციის მილი გასკდა, რის შედეგადაც ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მოწამლულთა შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დაზარალებულები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსები ადასტურებენ, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალია. ადგილზე მობილიზებული...
ზესტაფონში მარტოთუბნისა და სანახშირის გაზიფიცირება დაიწყო. ზესტაფონის მერიის ცნობით, სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. "პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და დასრულების შემდეგ 350-მდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს", - ამბობენ მერიაში. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 3 სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს. ამასთან, სადგურ სვირში ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. მიმდინარე პროექტის განხორციელების შემდეგ დამატებით ბუნებრივ აირს 600 აბონენტი მიიღებს. სანახშირის ადმიმისტრაციულ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სკოლას ეწვივნენ, სადაც ქვემო ვაშლოვანის სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადისთვის ემზადება. მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტსმენებს 4 საჩოგბურთო მაგიდა გადასცეს. თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენ გოგონებს წარმატებები და საქართველოში გამარჯვებით დაბრუნება უსურვა. აჭარის მთავრობის ცნობით, ასევე, გადაწყდა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლაში არსებულ მეორე სპორტულ დარბაზს, სადაც ახალი სასპორტო...
დღეს, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში რეგიონს მსოფლიო დონის სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესტუმრებიან და ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ. "ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი,...
სტატიის გაგრძელება ქუთაისის მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს, ქალაქის მერიისთვის მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილების შესყიდვის მიზნით 62 ათასი ლარის ღირებულების ელექტრონული NAT190017228 ტენდერი 30 აგვისტოს გამოაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს მეორადი, 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვა. წინადადებების მიღება 7-დან 9 სექტემბრის ჩათვლით მოხდება. მომწოდებელმა ჯიპების შეძენა ხელშეკრულების დადებიდან 20 დღეში უნდა უზრუნველყოს. ამავდროულად მერია ძველ ავტომობილს სახელმწიფოს  უკან უბრუნებს. მერიის...
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი: ელისო ჯანაშია ექვსი წელია ფოთში ფეხბურთის მოედანი შენდება. დაიხარჯა 2.8 მილიონი ლარი, მშენებელი კომპანია სამჯერ გამოიცვალა და მოედანი ბოლომდე მაინც ვერ აშენდა. ადგილობრივი მთავრობა ამ პროექტის გამო პირველ ორ კომპანიას სასამართლოში ედავება და მილიონი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს. მესამე კომპანია კი, რომელმაც საპორექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა, ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი შპს „ელიტა ბურჯია.“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური...
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/posts/536533310416076?__xts__=68.ARD40samTplQQO7naBHP6PSE3t_Ioi-lh7EkleFSYaHTZMZ2PPCkC_xMuYBZt4xx7iQAE2tZhw0asJW7Q-mJuwaiw4Ot4SBQUdAuIfeapKC_55qWb8LktKyd-h0O3gXsGbtdr7Hp-z1KcDAPVSBNKtkUi8NkcTg6DZpcKRcIUQ73TYXtoPlK0LQSIVVyCWTbhz68As_27EUyx3UTVOPdfbbYcMYAsRhQWs_yDuh10vaspjtzY4VZIlFD4wNxcvn-qUdG6_ymsjI-zCaNAiyDAPbMlwVDeWtpQRDzTyt5r2khfJHZsR8_NyZhzixCXsx4T2ho8Qn3ouIlOpIOHJQ&__tn__=-R საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება. "ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საგზაო მონიშვნის საღებავების და მისი თანმდევი მომსახურების (დახაზვის) შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 350 000 ლარია, რომელიც შესაძლოა ტენდერის დასრულების შემდეგ შეიცვალოს. ინფორმაციას გორის სათემო რადიო ავრცელებს. როგორც ცნობილია, გორის ქუჩებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ქუჩის სავალ ნაწილზე დატანილი უნდა იქნეს ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები თერმო და ცივი პლასტებით.მოინიშნება ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა,...
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი: ია ასათიანი თინათინ ტალახაძე მესამე შვილს ელოდება. პირველმა ორმა ბაღი უკვე დაამთავრა. ისინი გორში, რკინიგზის დასახლებაში ცხოვრობენ. ამ უბანში საბავშვო ბაღი 25 წლის წინ დაიხურა და მის მერე აღარც გახსნილა. ამიტომ, თინათინის ოჯახს პატარები მანქანით, მეზობელ უბანში, ათობით კილომეტრის მოშორებით დაჰყავდა. “იმედია, მესამე ბავშვს მაინც მოუსწრებს ბაღი ამ უბანში. ჩემი მეზობლები თვეში 20 ლარს უხდიან მარშუტკას, რომ...
გორის მუნიციპალიტეტში არსებული 21 სკოლამდელი დაწესებულება მომავალ ზამთრის სეზონზე, ისევ შეშის ღუმელებით გათბება. ინფორმაციას გორის სათემო რადიო ავრცელებს. ეს ბაღებია: რეხის საბავშო ბაღი; პატ.გარეჯვრის საბავშვო ბაღი; ქიწნისის საბავშვო ბაღი; ქიწნისის მეურნეობის საბავშვო ბაღი; სათემოს საბავშვო ბაღი; მარანას საბავშვო ბაღი; კარბის საბავშვო ბაღი; ფლავის საბავშვო ბაღი; ახალუბნის საბავშვო ბაღი; მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი; ხიდისთავის საბავშვო ბაღი; უფლისციხის საბავშვო ბაღი; ქვახვრელის საბავშვო ბაღი; ატენის საბავშვო ბღი; ახრისის საბავშვო ბაღი; სკრის საბავშვო ბაღი; ახალდაბას საბავშვო ბაღი; საქაშეთის საბავშვო ბაღი; შინდისის საბავშვო ბაღი; სვენეთის საბავშვო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერია მიწისქვეშა ნაგვის ურნებისთვის 7 მილიონამდე ლარს დახარჯავს. “თბილსერვის ჯგუფს” უკვე გამოცხადებული აქვს სახელმწიფო შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 6 900 000 ლარია. ამ თანხაში თბილსერვის ჯგუფს სურს, რომ 200 ცალი 3 მეტრ კუბი მოცულობის მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი ბეტონის ბუნკერით და 10 ცალი 3 მეტრ კუბი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინოს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. სატენდერო წინადადებების მიღება 10 სექტემბერს...
თბილისში ქუჩებს ბზის, ნეკერჩხლისა და ლისის იასამნების სახელები მიენიჭა. განკარგულება დედაქალაქის საკრებულომ მიიღო და ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. საუბარია საბურთალოს რაიონში, 112-ის შენობის მიმდებარედ, ლისის ქუჩის მონაკვეთებზე. საკრებულომ მერიას 4-თვიან ვადაში განკარგულების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ