დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 1 000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ოჯახებზე 259 ერთოთახიანი, 143 ოროთახიანი, 534 სამოთახიანი და 23 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, წინასწარ განისაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარებოდა მონიტორინგს.
1 375 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და...
ფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა, - ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მეორე "კანდიდატმა“ ალხაზ კვიცინიამ ხმათა 46.19 პროცენტი მოიპოვა.
მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ალხაზ კვიწინია რაულ ხაჯიმბას გამარჯვებულად არ ცნობს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ის აცხადებს რომ მან, "ყველას...
საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარე სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი საბავშვო ზონა მოეწყო და კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა საჩრდილობელი, სკამები და ნაგვის ურნები.
გარდა ამისა, სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო და ტერიტორიის ნაწილი ღობით შემოისაზღვრა.
"დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი...
ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, სამშენებლო ნებართვის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. საკრებულოს მხარდაჭერილი ცვლილებით, ამიერიდან სამშენებლო მოსაკრებელი მშენებლობისა და რეკონსტრუქციის შემთხვევაში გათანაბრდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მერიის არქიტექტურის ა(ა)იპ-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა კუბლაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მშენებლობისთვის ვადა კვადრატულ მეტრზე ოთხი ლარი იყო, რეკონსტრუქციისთვის-ორი.
"აქამდე უსამართლო პირობებში ვაყენებდით სხვებს. თუ ერთსართულიანი შენობა იყო და ზემოთ უნდა დაეშენებინათ ოთხი სართული, ითვლებოდა, როგორც რეკონსტრუქცია და ამ...
გლდანის რაიონში, რამდენიმე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ილორის ქუჩა N2 და უწერის ქუჩა N11 კორპუსების მიმდებარედ ჩატარდა.
სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა კომბინირებული სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.
"ორივე მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 48 595 ლარი დაიხარჯა. უწერის ქუჩაზე, სპორტულ მოედანთან ერთად, ფიტნეს ზონაც მოეწყო, სადაც სხვადასხვა დატვირთვის...
ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში, ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობსბს.
გამგეობის ცნობით, ნაკადულის ქუჩის მე-4 გასასვლელში, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი აგებენ, ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი.
აღნიშნულ სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია "არსაკიძე 2000“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება კი 120 ათასი ლარია.
გარდა ამისა, წმინდა ბარბარეს უბანში წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
"ნაკადულის ქუჩის მეორე გასასვლელში 170 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. სამუშაოები N210,...
წინა სტატია
ცნობილი ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე, 9 სექტემბერს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე და ასევე, დათუაშვილის ქუჩასა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე), - აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ცნობით, შეზღუდვის საათებში,...
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ხაზებზე ხელშეკრულებების ვადა 2020 წელს სრულება, რის შემდეგაც მერია გადამზიდებთან ახალ ხელშეკრულებებზე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოები მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე. მერიის ინფორმაციით, თავდაპირველად 60 ერთეული ავტობუსი შემოვა, რისთვისაც "იბიარდთან" უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის შემთხვევაში, შეიცვლება მძღოლების აყვანის კრიტერიუმიც. როგორც მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი განმარტავს, აღნიშნულ პროცესზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა...
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ფარგლებში, მაჟორიტარებთან ერთად, ვმუშაობთ დამატებით კრიტერიუმებზე და უკვე შეთანხმებული ვართ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გადავხედოთ მიდგომებს, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს სტატუსით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ, ასევე, 2 000 მეტრზე ზემოთ დასახლებებში მცხოვრებთა მიმართ გვინდა შევცვალოთ კრიტერიუმები და ამ მიმართულებით კონსულტაციებს ვაგრძელებთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"კანონის...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის მერიამ ორი ჯიპის შეძენის პარალელურად, ბალანსზე არსებული ავტომობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტს გადასცა. "ტოიოტა პრადოს" მარკის ავტომობილის გადაცემას საკრებულომ ბოლო სხდომაზე მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ქუთაისმა ჭიათურას ავტომობილი დროებით სარგებლობაში მაღალმთიან დასახლებებში გადასაადგილებლად გადასცა. ავტომობილით ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ.
კითხვაზე, რატომ ათხოვა მერიამ სხვა მუნიციპალიტეტს ავტომობილი, მაშინ, როდესაც თავად აპირებს შეძენას, ამის შესახებ პასუხს გამოცემა "ნიუპრესი" ჯერაც ელოდება.
ამასთან, მერიამ მაღალი...
საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე - პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, პრომეთეს მღვიმეში უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა დაყენდა, შეიცვალა ნათურებიც. ახალი განათება მეტად ეფექტურს ხდის ვიზიტორების მღვიმეში მოგზაურობას და ზიანს არ აყენებს მღვიმის უნიკალურ ინფრასტრუქტურას.
განათების სისტემის მონტაჟი საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 1 200 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები გერმანელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა.
პრომეთეს მღვიმე...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა მარტვილში, ლაგოდეხსა და ადიგენში.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.
შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში. შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს....
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისგან 18 სახეობის მცენარე უსასყიდლოდ გადაეცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მცენარეები ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ და დირექტორის მოადგილე დავით ხარაზიშვილმა ჩამოიტანეს.
საჩუქრებს შორის არის შემდეგი მცენარეები: გარდენია, კამელია, მაგნოლია, კალისტემონი, ჭყორი თეთრარშიანი, ფაცია იაპონური, ნანდინა, კორდილინე, ურთხელი, პალმა ვაშინგტონია, პალმა ბუტია, პალმა ქამეროფსი, იდეზია, მუხა მირზინფოთოლა, მაჰონია, ყუნწშაქარა და ცხრატყავა.
მხარეებმა აგრეთვე ერთობლივი...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
მოვუწოდებ მოსახლეობას, დროზე გამოფხიზლდეს და გადაარჩინოს ტყე, თორემ მერე გვიანი იქნება, - ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე თქმით, ტყეში უნივერსიტეტის მშენებლობის პარალელურად, ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. წულაია ხეების ჭრის შეჩერებას მოითხოვს.
"მუხნარის ტყე სავალალო მდგომარეობაშია, ხმება უნიკალური ჯიშის ხეები, ნაცვლად ტყის გადარჩენისა, მიადგნენ და ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. გადააყოლეს უნივერსიტეტს, რომელიც...
მდინარე ხობისწყლის პირას, ინერტულ მასალაში უცნობი ქალის ქანდაკება აღმოაჩინეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
გამოცემის ცნობით, სოფელ პატარა ფოთის მცხოვრებლებმა, წულაიების ოჯახმა მდინარის სიახლოვეს ინერტული მასალა მოაგროვა, სახლში მისი დამუშავებისას კი ქანდაკება იპოვეს.
ადგილობრივი მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა გოგიტა ჩიტაიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ შესაძლოა ეს არის გვიანანტიკური ხანის პერიოდის ქანდაკება, თუმცა ზუსტ წარმოშობასა და პერიოდაკზე ჯერ ვერ ისაუბრებს. ამბობს, რომ ნივთი თბილისშია...
"ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის "დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს "თხოთის ველმა“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 10 ჰა-ზე ნუშის ბაღი გააშენა.
"ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 38 298 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 13 440 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 24.850 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის", - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ცნობით, პროექტის "დანერგე მომავალი“ ფარგლებში,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































