წინა სტატია
კომპანია "სვეტის“ მიერ დაზარალებული 2 500-მდე ოჯახი ბინას მიიღებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქლაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გარდა ამისა, თბილისში კომპანია "სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს, მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში m2 გადაიბარებს. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. თბილისის მერის თქმით, ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენის სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ასრულებს.
გზების მოწყობა-რეაბილიტაცია გურიის მაღალმთიან სოფლებში მთისპირში, ზოტსა და შუა სურებში განხორციელდა. სატყეო გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს.
აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობაც.
15 სექტემბერს ქალაქ თეთრწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ჩატარდება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება "საყდრისის კომიტეტისა“ და კომპანია "არ-ემ-ჯის“ მიერ ორგანიზებული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნესსექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად.
როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, ფორუმის მსვლელობისას წარმოჩენილი...
2019-2020 სასწავლო წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი 8 ახალი, რეაბილიტირებული სკოლით შეხვდება.
სკოლების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 255,38 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სარემონტო სამუშოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა, მოადგილესთან, ლევან ჩანქსელიანთან ერთად დაათვალიერა.
ქედაში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წელს 13 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ქედია მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანი როგორც გადაუდებელი, პირველადი საჭიროების მოგვარება, ასევე ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებების მხარდაჭერაა. პროგრამის ბიუჯეტი 791 157 ლარია, რომლის ფარგლებში:
სოფელ ახოში, ნაჭვავრის უბანში ავარიულ საავტომობილო გზას ჩაუტარდა რემონტი;
სოფელ ზვარეში, კუსტარულად მოწყობილი ხიდბაგირის დანცვლად აშენდა კაპიტალური;
სოფელ აბუქეთაში, მერიის უბნის მაცხოვრებლები პირველად ისარგებლებენ ბეტონის ხიდით;
სოფელ ზუნდაგაში, ვარშანიძეების...
შუახევში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წელს დაგეგმილი 75 ინფრასტრუქტურული ღონისძიებიდან 37 დასრულდა, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დასრულებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებმა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა:
ბეტონის საფარი დაიგო სოფელ ნენიის ახალშენის უბანში შიდა სასოფლო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე. გზის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 784 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს....
2019-2020 სასწავლო წელს ანდის დაწყებითი სკოლა მოსწავლეების გარეშე შეხვდება. სკოლის ერთადერთმა მოსწავლემ მეოთხე კლასი, მიმდინარე წელს დაასრულა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ანდრიაწმინდის სკოლის დირექტორის ლამზირა ჩხაიძის განმარტებით, (ამ სკოლასაა მიერთებული ანდის სკოლაც) ანდაში წელს ერთი პირველკლასელი ჰყავდათ, მაგრამ იმის გამო, რომ სკოლაში სხვა მოსწავლეები არ იყვნენ, მშობლებმა ანდრიაწმინდაში გადაიყვანეს.
"სამწუხაროდ, კონტიგენტი არ არის ამ სასწავლო წელს. ბავშვს ბავშვთან უნდა და ამიტომ...
შუახევის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით რამდენიმე პროექტი განხორციელდა.
მათ შორისაა, სოფელ გორში განხორციელებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 45 - მდე ოჯახის სასმელი წყალით უზრუნველყოფას.
მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა, რომელიც გორის სოფლის მოსახლეობას წლებია აწუხებდა და განსაკუთრებით ზაფხულში განიცდიდა წყლის რესურსის სიმცირეს, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით წელს მოუგვარდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე ნაგებობა, გამანაწილებელი აუზი და სასმელი წყლის მაგისტრალი.
სამუშაოებს...
სოფელ აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 169 996 ლარს.
სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნაგო“. პროექტი ითვალისწინებს 50 - მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, წყალგამტარი მილებისა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება;
მერიაში ამბობენ, რომ წესი-ურავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ერთ დროს ასფალტ-ბეტონის საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული.
პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 7 ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები და საყრდენი კედლები. ასევე, გათავლისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ აკეთის, მამათის, ეწრის, ქალაქისა და ნიგვზიანის საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.
სამუშაოებს შპს „საფუძველი 2014“ ასრულებს, რისთვისაც 90 423 ლარია გამოყოფილი.
სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 16 სექტემბერს განახლდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია უტარდება ჩიჩილიძეებისა და ლევიძეების საუბნო გზას. არსებული პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე, ვარძიის მეორე უბანში, საერთო ჯამში ორივე საუბნო გზაზე 1 000 მეტრამდე ამორტიზებული მონაკვეთი კეთილმოეწყობა.
მეორე უბანში გზის რეაბილიტაციასთან ერთად ხიდის მშენებლობაც მიმდინარეობს. ამორტიზებული ხიდი პრობლემებს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას.
სოფელში გაკეთდა ასევე, ღვთისმშობლის ტაძართან მდებარე სასაფლაომდე მისასვლელი გზა.
აღნიშნული პროექტები...
საჩხერის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის შიდა და გარე ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა. საკლასო ოთახებში გამოიცვალა იატაკი და კარებები, სახურავზე დამონტაჟდა თოვლსამაგრები.
სამუშაო შ.პ.ს. ნიუბილდესმა შეასრულა. პროექტი სკოლების რეაბილიტაციის ფონდიდან დაფინანსდა.
ასევე, საჩხერის სოფელ ჯალაურთაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.
პროექტის ფარგლებში შიდა და გარე ინტერიერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შენობაზე მოეწყო პანდუსი და გარეთა სველი წერტილები, განახლდა სასმელი წყლის სისტემა.
სამუშაოს ინდ/მეწარმე თამაზ კასრაძე ასრულებს, პროექტი რგფ-ის...
ქუთაისის მერიის წინ "თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ პერფორმანსი მოაწყო. მან უწყების წინ წყალი დანაყა. "ესაუბრო ამ ხელისუფლებას, იგივეა, რაც ნაყო წყალი“, - განაცხადა წულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
გოგი წულაიამ განმარტა, თუ რას უკავშირდება მისი ასეთი აქტივობა. „ადგა ჩვენი ქალაქის მერი და ჯიპი “ტოიოტა“, 2008-წლიანი, ათხოვა ჭიათურას. აქ ჩანს მათი მიდგომები. რატომღაც თვლიან, რომ ეს ბებიამისის მიერ დატოვებული...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე 2019 წელს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე, ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. აღნიშნული საკითხი რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მაქსიმუმი კეთდება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის.
იმერეთის რეგიონში...
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა მიქელეფონისა და ძულუხის საჯარო სკოლების თავისუფალ ფართში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. თითოეული საბავშვო ბაღი 30 - 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ასევე მოინახულეს N2 საბავშვო ბაღის განთავსების მიზნით ქალაქ ვანში ჭავჭავაძის N42-ში მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობის და მთისძირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. ვანის N2 საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს, ხოლო მთისძირის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































