თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, საპირფარეშო და დერეფანი გახდა, ასევე - მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო და საღებავის მკვეთრი სუნი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
როგორც შანიძის 28 ნომერში მდებარე ბაღის დირექტორმა განაცხადა, ვითარებიდან გამომდინარე, მშობლებმა პრეტენზია გამოთქვეს და პატარები უკან წაიყვანეს. მისივე თქმით, დაწესებულებაში ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ. დირექტორის განმარტებით, შექმნილი უსიამოვნო ვითარება ხვალამდე მოწესრიგდება...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების უმრავლესობა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.
ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები შორაპნის N 40 და N 41 ბოსლევის N 28; ქალაქის N 1; ილემის N 23; ქალაქის N8; კლდეეთის N 20; დილიკაურის N 31 და ქალაქის N 4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარეობს.
სატენდერო...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალი საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა.
ხაშურის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ტეზერში სტანდარტული საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ამჯერად, ახლადგახსნილი სააღმზრდელო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს.
ბაღში 40 აღსაზრდელია. აქ დასაქმებულია 10 თანამშრომელი.
ტეზრის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ღირებულებამ 95 998 ლარი შეადგინა
ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმო მიღების დროს წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს. ბავშვებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი ყელსახვევები გაუკეთეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაუღეს. ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა ატვირთა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს პირველი ბ კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის, საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.
ქეთევან ვეკუას...
ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება. ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის 26 099 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.
"მშენებლობის ადგილას, დღეს, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა...
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ ქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
გოგი წულაია ბრიფინგზე ქალაქის მასშტაბით მიტოვებული შენობების თემას გამოეხმაურა და ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
"ქუთაისში ასობით შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენია ასეთი შენობა და ვერ გვიპასუხეს, თითქოს ვერ გაიგეს, რას ვითხოვდით. ამიტომ ამ შენობებთან გავმართავთ ბრიფინგს და ჩვენ...
წინა სტატია
დღეს დილიდან გურამიშვილის ქუჩაზე პოლიცია ისევ მორიგეობს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლები გარემოვაჭრეებს ტროტუარზე დგომას უკრძალავენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
რამდენიმე დღეა სამმართველოს თანამშრომლები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე პატრულირებენ. აქ ტანსაცმლით, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები ვაჭრობენ. ასევე, ვაჭრობენ ბოშებიც.
უკანონო უკანონო გარევაჭრობა გორში 2018 წლის მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც იწყება. ფეხითმოსიარულეთა სავალი, მხოლოდ, მაშინ თავისუფლდება,...
ევროკავშირის გრანტით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტურიზმის ცენტრის ასაშენებლად, ტენდერი გამოაცხადა. ამის შესაახებ რადიო მოზაიკა წერს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 737 942 ლარია.
როგორც ცნობილია, ცენტრი გორის ცენტრალურ ნაწილში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, გორის ციხის ტერიტორიაზე აშენდება.
ცენტრში განთავსდება სუვენირების გასაყიდი ფართი და ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ასევე ბარგის შესანახი, საზოგადოებრივი საპირფარეშო და საკონსულტაციო/საკონფერენციო დარბაზი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული მე-2 საჯარო სკოლა გახსნეს.
სკოლაში, სადაც 416 ბავშვი ისწავლის, სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო თანამედროვე ლაბორატორია.
ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც 13 სკოლა სექტემბერში გაიხსნება. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტისთვის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ...
ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძრის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ოჩამჩირეში მდებარე მეათე საუკუნის ბედიის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობაზე ვიდეომასალა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს ტაძრის დაზიანებული ფრესკები. ასევე, ვიდეოში ისმის, რომ ღვთისმსახურება რუსულ ენაზე ტარდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა სამუშაოები მიმდინარეობს ტაძარში...
პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა და საკუთარ რეკომენდაციებს დღეს მთავრობას გადაუგზავნის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, ექვსი თვის განმავლობაში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა სტრატეგიით გათვალისწინებულ თითოეულ მიზანსა და ამოცანას ცალკე სხდომა მიუძღვნა და მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე რეკომენდაციები ჩამოაყალიბა.
დეპუტატის ცნობით, სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო სუბიექტისგან შედგებოდა.
„ძირითადი რეკომენდაციები საჯარო და ადგილობრივი საქმეების მნიშვნელოვანი...
ქუთაისში, ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია განახლდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "Georgian Build" ასრულებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი დაოშვილი განმარტავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ოთხ თვეში დასრულდება.
"დაიწყო სამუშაოები და აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე გზის გაწმენდა მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმას, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ნაწილი შესრულებულია და გავაგრძელებთ, ნაწილს დავიწყებთ. ოთხთვიანი ხელშეკრულებაა და ამ დროში დასრულდება", -აცხადებს გიორგი დაოშვილი.
მას...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან დღეს სწავლა 20 ბაღში ვერ განახლდა . მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ოცი ბაღიდან ორი - მესამე და მერვე საჯარო ბაღები ქალაქის ტერიტრიაზე მდებარეობს. დანარჩენი თვრამეტი კი სოფლებში.
როგორც "ლაივპრესს" სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში განუცხადეს, სწავლა აღნიშნულ 20 ბაღში 1 ოქტომბერს განახლდება.
ცენტრის თქმით, ზოგიერთ ბაღში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავალალო მდგომარეობის...
წინა სტატია
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება და ამიტომ, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილების საჭიროება არ არსებობს.
"მოგეხსენებათ, რომ 700-მდე სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. საქართველოში სკოლის ინფრასტრუქტურის ამხელა მასშტაბის რეაბილიტაცია არასდროს ყოფილა. დარჩა 19-მდე სკოლა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება, რომ...
სტატიის გაგრძელება
დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლა ვერ დაიწყო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, შეფერხების მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
სწავლა გადაიდო თბილისის 10 სკოლაში და რეგიონების 9 სკოლაში: თბილისის N130, N45, N60, N149, N177, N191, N208 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გარდა ამისა, ...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, მარნეულში პირველი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 900 000 ლარი გამოიყო.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახლადაშენებული სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და 200 მოსწავლეზეა გათვლილი.
"ამჟამად სკოლაში 130 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 20 პირველკლასელი. სკოლის შენობა 1930 წლიდან ფუნქციონირებდა, სიძველის გამო კი მისი დემონტაჟი გახდა საჭირო “,- განმარტავენ სამინისტროში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































