video
საწარმო, საიდანაც გამოფრქვეული მტვერი მოქალაქეებს  საფრთხეს უქმნის. ბეტონის გადამამუშავებელი საამქრო ხელვაჩაურში მდებარეობს. ნებართვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ისე გასცა,  რომ არც იფიქრა, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს იქ მიმდინარე პროცესმა ხალხის ჯამრთელობაზე. არადა, გარემოს დამცველები და ექიმები რისკებზე ღიად საუბრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. მედიიც ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ზაური ბერიძის ყოველდღიურ საქმიანობად, ეზოს წინ, ცენტრალური გზის გადარეცხვა იქცა. მიზეზი...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კიდევ 6 ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდა, ბინები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ. "თქვენ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ექვს ოჯახსაც მინდა მივულოცო. მათგან ოთხი ცხოვრობს საინგილოს ქუჩის N55-ში, ერთი ოჯახი - ღოღობერიძის N47-ში, ხოლო ერთი ოჯახი მესამე მასივის მერვე კვარტალში, მე-12...
კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა, დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობა შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა იკრძალება. მისი თქმით, სამედიცინო ნარჩენების გადაყრას თავისი წესი აქვს. შესაბამისად, კონტეინერებში მათი განთავსება...
გურჯაანში შუქნიშნების პრობლემა ისევ აქტუალურია. კონსტრუქცია თბილისიდან გასულ წელს უკვე ჩამოიტანეს, თუმცა მისი დამონტაჟება დღემდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ სპექტრი.გე წერს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტი უკვე შესყიდულია და ამჟამად თანხის მოლოდინში არიან. „საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა რეგფონდებიდან ვერ ვაფინანსებთ, რადგან მათ მოთხოვნებში არ ჯდება. ამიტომ რა წუთშიც ადგილობრივ ბიუჯეტში შემოვა თანხა, სამუშაოებს მაშინვე დავატენდერებთ. ეს ჩვენი ქალაქისთვის ნომერ პირველი...
ახალციხეში,სოფელ აწყურში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია. მათგან არც ერთ შენობას არ აქვს შიდა საკანალიზაციო და წყლის სისტემა. დაზიანებული სახურავიდან კი წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. აწყურში ორ საცხოვრებელ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობს. თითოეული მათგანის სახლში, წვიმის დროს, წყალი ჩადის. არცერთ ოჯახს არც საკანალიზაციო და არც წყლის სისტემა აქვს. „მომავალ წლამდე დაგვილპება ოთახები“, – ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სოფელ ველისციხეში 130 სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მისივე თქმით, იმისთვის, რომ სოფელ ველისციხეში დღემდე შემორჩენილი მე-19 საუკუნის ისტორიული ძეგლები დაცული იყოს განადგურებისგან, მერია საცხოვრებელი სახლების შესახებ დოკუმენტაციას ამზადებს, რომ შენობებს მიენიჭოს ისტორიული ძეგლის სტატუსი. "უკვე მზადდება ველისციხის რეაბილიტაციის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა, მისმა მოადგილე, ალექსი გილაშვილმა, საკრებულოს თავჯდომარე, ოთარ ჩალათაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ, ელზა გილაშვილთან ერთად სოფელ კოჭბაანში ახალი-თანამედრივე სტანდარტების საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები ი/მ დავით კავთუაშვილმა განახორციელა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 206887.76 ლარს შეადგენს და მთის ფონდიდან ფინანსდება“, -...
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერმინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან. "მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მილიარდ 79 მილიონ ლარი. საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა მიმართულებით. რაც...
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, წყალტუბოში, განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი ოფიციალურად გაიხსნა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 72 ნომრიანი კომპლექსი ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია რეგიონში და მისი მთავარი მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე წყალტუბოს, როგორც უნიკალური, ბუნებრივი რესურსების მქონე დასასვენებელი კურორტის პოზიციონირებაა. კომპლექსი რესტორანს, საკონფერენციო სივრცეს და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს მოიცავს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ...
რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით M3 კატეგორიის ტრანსპორტზე კონკურსს აცხადებს. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ კონკურსანტებმა რუსთავი-თბილისის მგზავრთა გადაყვანაზე, საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ევრო 6 ემისიის სტანდარტის, ან ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტი უნდა წარმოადგინონ. საკონკურსო პირობების მიხედვით, 90 თეთრიდან 1,20 ლარამდეა განსაზღვრული, ტრანსპორტით სარგებლობის მაქსიმალური და მინიმალური ნიხრი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსზე განაცხადის შემოტანის მსურველმა პრეტენდენტებმა, ტრანსპორტის საფასური ამ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კანადის კონსულს, უფროს სავაჭრო კომისარ ქრისტოფერ ვიმერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში კანადური კომპანიების მონაწილეობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ კონსულს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. "ქრისტოფერ ვიმერი დაინტერესდა საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივით. კონსულმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო მნიშვნელობის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და გრიგოლ კაცია კორეის ექსიმბანკის (Korea Eximbank) წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სასოფლო დასახლებებში წყალარინების და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გამოცდილების გაზიარების პროგრამის (Knowledge Sharing Program - KSP) ტექნიკური დახმარების ფარგლებში საჭიროებების შესწავლა იყო. მათივე ცნობით, სექტორში მომსახურების გასაუმჯობესებლად და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შერჩეული რეგიონისთვის მომზადდება კონკრეტული რეკომენდაციები როგორც ტექნოლოგიური...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება შპს წალენჯიხის საგზაო სამმართველოს დირექტორი ბაგრატ ღვინჯილია ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ წალენჯიხაში ტენდერების მოგებაში კორუფციის ნიშნები არ არსებობს. რადიო ათინათთან საუბრისას ასე გამოეხმაურა ღვინჯილია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევას, სადაც კორუფციის სავარაუდო ნიშნებზეა საუბარი. მისი თქმით, კომპანია ტენდერებს კეთილსინდისიერად იგებს და იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია მისი ბიძაშვილი და ბიზნესპარტნიორია, აღნიშნულთან კავშირი არ აქვს. „ამის გამო მე კომპანია გავაჩერო?...
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N1-ში, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. "ამ ეტაპზე, შენობის საფუძვლის კაპიტალური გამაგრება ხდება. ასევე, გაილესება და შეიღებება ფასადი და გარკვეული სარემონტო სამუშაოები ჩატარდება საცხოვრებელ ბინებში", - განმარტავენ გამგეობაში. მათივე ცნობით, მანჯგალაძის ქუჩა N1-ში გამაგრების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან 56 000-მდე ლარს გამოყოფს. "ამ ეზოში ერთ შენობას გამაგრება რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციას ვუტარებთ მეორე ფლიგელს. შენობა ძალიან...
გორის მუნიციპალიტეტის მერია სამი ოჯახისთვის ასაწყობ კოტეჯებს შეიძენს. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სამი კოტეჯის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31`974 ლარია. გორის მუნიციპალიტეტის გორის მერია ასაწყობ შენობებს მღებრიანში,  საყავრესა  და ტამში განათავსებს. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ასაწყობი შენობების მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში უსაფრთხოების მოაჯირებსა და ბოძკინტებს ამონტაჟებს. გამგეობის ცნობით, უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა შემდეგ მისამართებზე: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-15 და მე-19 კორპუსებთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეხუთე კვარტლის 23-ე კორპუსთან და აკაკი წერეთლის გამზირის N76-თან. გარდა ამისა, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეექვსე კვარტლის მე-10 კორპუსთან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ