საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა, მისმა მოადგილე, ალექსი გილაშვილმა, საკრებულოს თავჯდომარე, ოთარ ჩალათაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ, ელზა გილაშვილთან ერთად სოფელ კოჭბაანში ახალი-თანამედრივე სტანდარტების საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები ი/მ დავით კავთუაშვილმა განახორციელა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 206887.76 ლარს შეადგენს და მთის ფონდიდან ფინანსდება“, – აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.