მამუკა ბახტაძე მისი პრემიერის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომას ჭორს უწოდებს

1339

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

“ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ყოველ კვირა ვიგებდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია, ეს ყველაფერი არასერიოზულია და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემ სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.