სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე ბანკებზე არ გავრცელდება

959

გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის-შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშვებათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. შესაბამისი ცვლილებები “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა.

ცვლილებებით, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე. წარმოდგენილი ცვლილებებით, ასევე გათვალისწინებულია, საქართველოს მთავრობისთვის დისკრეციული უფლებამოსილის მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

წყარო: 1tv.ge