დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ ქუთაისისა და თელავის მერობის კანდიდატები წარადგინა

928

დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ ქუთაისისა და თელავის მერობის კანდიდატები წარადგინა. „შენების მოძრაობის“ სახელით მერობისთვის ქუთაისში ალუდა გოგლიჩიძე, ხოლო თელავში გელა გელაშვილი იბრძოლებენ.

როგორც მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კანდიდატების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სწორად შენების უნარი იყო.

”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ახალი მოძრაობის ჩამოყალიბების და ახლებური პოლიტიკის დანერგვის დასაწყისი, რასაც ამ ეტაპზე თბილისის მერობის კანდიდატ თენგიზ შერგელაშვილთან ერთად კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დასახელებული მერობის და საკრებულოების წევრობის კანდიდატები გაუძღვებიან. „შენების მოძრაობას“ უერთდებიან პატრიოტი პროფესიონალები, რომლებსაც გააზრებული აქვთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ევოლუციური გზით ეპოქალური ცვლილებების აუცილებლობა და შესაძლებლობა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.