ევროპულმა საქართველომ მერობის კანდიდატები წარადგინა

603

ევროპულმა საქართველოს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერობისათვის ლევან ლორთქიფანიძე იბრძოლებს;

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი მიხეილ გოგოტიშვილი იქნება;

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მერის სტატუსის მოპოვებას მაია კაციტაძე შეეცდება;

ხოლო იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მერობისათვის ბრძოლას რუსლან ჯულაყიძე აპირებს.

პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ კანდიდატების წარდგენასთან ერთად ადგილობრივებს, საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომლის თანახმად თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯების, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება.