აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასება (2012-2016)

1241

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პირველად წარმოადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012-2016 წლების საქმიანობის შეფასებას. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ შეფასებულია:

  • საკანონმდებლო საქმიანობის პროცესი და განხორციელებული ცვლილებები

  • უმაღლესი საბჭოს მიერ საკონტროლო ფუნქციების განხორციელება

    მათ შორის წარმოდგენილია ინფორმაცია:

  • უმაღლესი საბჭოს წევრთა აქტივობის შესახებ (ინიციირებული და მიღებული კანონების
    რაოდენობა და ავტორები)

  • საბჭოს წევრთა პლენარულ და კომისიის სხდომებზე მონაწილეობის შესახებ
    კომისიების საქმიანობის შესახებ

  • საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების, წევრების ბიზნესთან კავშირის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში:

  • აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა 64 პლენარული სხდომა, მათ შორის 37 – რიგგარეშე. ბიუროს სხდომა 157-ჯერ გაიმართა. კომისიების მიერ ჩატარებულის სხდომების რაოდენობა შეადგენს 425-ს

  • დარეგისტრირდა 153 სამართლებრივი აქტის პროექტი, 2 რეზოლუცია, მიღებული იქნა 169 სამართლებრივი აქტი.

  • 169 სამართლებრივი აქტიდან სხვადასხვა კანონში 34 ცვლილება, რეგლამენტში ცვლილება კი 21-ჯერ განხორციელდა

  • უმაღლესმა საბჭომ 112 დადგენილება და ორი რეზოლუცია-მიმართვა მიიღო

  • განიხილა 6 საკანონმდებლო ინიციატივა სამი მოსმენით, დანარჩენი გამარტივებული წესით, დაჩქარებული წესით – არცერთი

  • წარდგენილ იქნა 2 საკანონმდებლო წინადადება

  • თავმჯდომარის შენიშვნებით დაბრუნდა 1 კანონის პროექტი

საკანონმდებლო საქმიანობის მხრივ საანგარიშო პერიოდში უმაღლესმა საბჭომ 8 კანონში 34 ცვლილება შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების ძირითადი ნაწილი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იყო რედაქციული, ტექნიკური ხასიათის.  

  • 34 ცვლილებიდან 11 ცვლილება ბიუჯეტის შესახებ კანონში შევიდა.

  • უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში სულ 19 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა აქედან პარლამენტმა 6 მიიღო. 3 საკანონმდებლო ინიციატივა უმაღლესმა საბჭომ უკან გაითხოვა.

მაკონტროლებელი ფუქნციის განხორციელების მხრივ უმაღლესი საბჭო კონტროლის ზოგიერთ მექანიზმს საერთოდ არ იყენებს, ხოლოდ სხვა შემთხვევებში კონტროლის ფუქნციების განხორციელება სუსტია.

  • მთავრობის თავმჯდომარე სამჯერ იყო მიწვეული ფრაქციის სხდომაზე (დაესწრო ერთხელ) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ერთხელ (დაესწრო).

  • პლენარულ სხდომაზე დასმული სადეპუტატო შეკითხვით უმაღლესი საბჭოს წევრებმა ისარგებლეს სამჯერ, რომელსაც გაეცა პასუხი.

  • სამთავრობო საათი არ ჩატარებულა

  • უმაღლეს საბჭოში ორჯერ შეიქმნა საკითხის შემსწავლელი ჯგუფი

  • გეგმიურად, მთავრობა ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგენდა რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, ყოველწლიურად, საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა მთავრობა წარმოადგენდა რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს

  • ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლის შესახებ ინფორმაცია საბჭოს არ მოუწოდებია ინფორმაცია

უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან საკანონმდებლო ინციატივის უფლებით ისარგებლა 7-მა. საბჭოს 14 წევრს მესამე მოწვევის უმაღლეს საბჭოში არცერთი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგენია.

  • უმაღლეს საბჭოს წარდგენილი ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ალექსანდრე ჩიტიშვილი(ფრ. ქართული ოცნება)

  • პარლამენტში წარდგენილი ინიციატივებიდან ყველაზე მეტი ინიციატივის ავტორი იყო პეტრე ზამბახიძე (ენმ) – 4 და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია – 4

  • ჩატარებული 64 პლენარული სხდომიდან სრულად დაესწრო სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესავთანდილ ბერიძე: ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სულხან ღლონტს – მის მიერ სდომების გაცდენის მაჩვენებელი 46%-ს შეადგენს (გაცდენილი აქვს 28 სხდომა)

  • ჩატარებული სხდომების მიხედვით ყველაზე აქტიური იყო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია (103 სხდომა), ხოლო ყველაზე პასიური ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია (43 სხდომა).

  • საკანონმდებლო ინციატივა ორმა კომისიამ წარადგინა: საფინანსო და საბიუჯეტო კომისია – 3 კანონპროექტის ინიციირება მოახდინა, ხოლო საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია – 1 კანონპროექტის.

  • ყველაზე მეტი ნორმატიული აქტი განიხილა, სხდომა ჩაატარა და საკანონმდებლო აქტის ინციირება მოახდინასაფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ (3 ინციატივა, 335 აქტი, 103 სხდომა).

  • უმაღლესი საბჭოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი მიმართვა მოქალაქეებისაგან ჰქონდააგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიას – 912, ხოლო ყველაზე ნაკლები საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას – 161.

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, დაიხარჯა 21 759 746 ლარი. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინების მიზნით საერთო ჯამში დახარჯა 430 848 ლარი; 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ივლისის ჩათვლით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საწვავისთვის და ავტოსატრასპორტო საშუალებებისთვის დახარჯა 567 113 ლარო, ხოლო მობილურის და ინტერნეტისათვის – 127 191 ლარი; 2016 წლის მონაცემებით, 21 წევრიან აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულია 104 შტატიანი თანამშრომელი, 2015 წლისთვის უშტატო თანამშრომლების რიცხვი 122-მდე გაიზარდა.

    იხილეთ კვლევა სრულად