საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

1564

წინა სტატია

115 მომხრე და 2 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება და დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს 115 ხმით მხარი, ასევე, დაუჭირა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 21 მარტს, ამოქმედდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 49 შემთხვევაა დაფიქსირებული.