“გორი covid 19-ს წინააღმდეგ “ – აქტივისტებმა მოსახლეობის დასახმარებლად ჯგუფი შექმნეს

619

გორში, სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს ჯგუფი “ გორი covid 19 ის წინააღმდეგ “. მსურველებს მოუწოდებენ გაწევრიანდნენ და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მოსახლეობას. მოხალისეები მოქალაქეებს ადგილზე მიუტანენ მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს,პირველადი დახმარების ნივთებს და ასე შემდეგ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

როგორც ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მელაძე ამბობს, მოხალისეები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ მოქალაქეების მომსახურებას, თუ ქვეყანაში პანდემია მასშტაბურ სახეს მიიღებს.

“ქვეყანაში თუ გამწვავდა სიტუაცია, დაიწყო მასშტაბური პანდემია, ასეთი შემთხვევისათვის, დიდი ალბათობით ჩვენს ქალაქს, დასჭირდება მოხალისეთა ჯგუფი. შესაბამისად, ვისაც სურვილი აქვს შემდგომში რაღაცით დაეხმაროს ადამიანებს, დაემატეთ ჯგუფში, ასევე ამ ჯგუფში გვეყოლება კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც აგვიხსნიან პანდემიის პირობებში როგორ ვიმოქმედოთ ისე რომ, ჩვენი დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე იყოს შემცირებული. განვმარტავ, ეს ჯგუფი ამოქმედდება საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმების და კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე,“ – ამბობს გიორგი მელაძე.