გურჯაანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

811

გურჯაანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ავტოსადგურში შეკრებილი მძღოლების ნაწილმა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაზე რეგულაციის მოქმედება გააპროტესტა და აკრძალვის დასრულებამდე კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესება მოითხოვა.

მძღოლებს გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი შეხვდა. მერი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ მათი მოთხოვნების შესახებ მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. მძღოლები ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.