ზუგდიდის ბაზარში დეზინფექცია ჩატარდება

581

დღეს ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“მას შემდეგ, რაც მოვაჭრეები დატოვებენ დახურულ კორპუსს, 18:00 სააათიდან დაიწყება სადეზინფექციო სამუშაოები. ხვალ დილიდან კი ბაზარი ჩვეულებრივად იმუშავებს“, – უთხრა „ლაივპრესს“ შპს ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მენეჯერმა მანანა ბარძემიშვილმა.

მისივე თქმით, დაზინფექცია კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით კეთდება.

საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა.