“ცოდნის კაფე” სიღნაღის სოფლებში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულების ბაზას ქმნის

557

კორონავირუსის გამო გამო “ცოდნის კაფე” სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 65 წლის ასაკის ზემოთ მარტოხელა ხანდაზმული ადამიანების ბაზას ქმნის და ამის შესახებ ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ხანდაზმულებმა შესაძლოა ვეღარ შეძლონ მაღაზიაში თუ აფთიაქში გასვლა, რადგან ვირუსი მათთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ წინასწარ საჭიროა მათი ბაზა, რათა საჭიროების შემთხვევაში ახალგაზრდებმა მოახერხონ ხანდაზმულთა დახმარება.

“თუ ფლობთ ინფორმაციას თქვენს გარშემო არსებული ხანდაზმულების (65+) შესახებ, რომელნიც მარტო ცხოვრობენ, გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.
https://forms.gle/dhsSXFyttRsy2QeZ6

ხანდაზმულებს ამ ეტაპზე განსაკუთრებული მზრუნველობაც სჭირდებათ. მათ, ვისაც გსურთ საკვებით და მედიკამენტებით დაეხმაროთ სოფლად მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე: GE66TB7218536080100009
მიმღები: სამოქალაქო ინიციატივა
დანიშნულება: შემოწირულობა ხანდაზმულებისთვის.

“ცოდნის კაფე” გამჭვირვალედ მოგაწვდით ინფორმაციას კონკრეტულად რას მოხმარდება თქვენს მიერ გაღებული თანხები,”- წერია განცხადებაში.