ცხინვალმა სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა

1156

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა. გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაადასტურეს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები, მათ შორის გადასასვლელების დახურვა, მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და არღვევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.