„M2 ჯგუფი“ „სვეტის“ შეჩერებული ობიექტების მშენებლობას იწყებს

61

„M2 ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“ გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. 

მშენებლობების დასრულების მიზნით, „M2 ჯგუფი“ მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და „M2 ჯგუფის“ მიერ სრულად ფინანსდება. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას კი სამშენებლო კომპანია BK Construction-ი უზრუნველყოფს. 

„M2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები „სვეტის“ დანარჩენ ობიექტებზე ეტაპობრივად განახლდება და სამ წელიწადში დასრულდება. 2 500-მდე დაზარალებული ოჯახი კი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს.