ბათუმში მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან, თუ ფეხზე მდგომი მგზავრები ეყოლებათ

66

ბათუმში მძღოლებს დააჯარიმებენ, თუ ისინი სამარშრუტო ტაქსებში იმაზე მეტ მგზავრს დაუშვებენ, ვიდრე შესაბამისი სავარძლები აქვთ, ან მოქალაქეებს ფეხზე დააყენებენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ გაავრცელა.

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის გამო მიიღეს.

რეგულაციების დარღვევის გამო მძღოლებს 100 ლარით დააჯარიმებენ.

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.