უნებართვო მშენებლობებისთვის დაწერილი ჯარიმებიდან გორის ბიუჯეტში 26 600 ლარი შევიდა

449

გორის მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობებისთვის დაწერილი ჯარიმებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში 26 600 ლარი შევიდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, 2019 წელს სანებართვო პირობების დარღვევის ან შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 12 იურიდიულ და 17 ფიზიკურ პირს დაუწერეს.

სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაჯარიმდნენ ის პირები, რომლებიც კუთვნილ ფართზე მშენებლობებს სანებართვო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ.

ერთი წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობებისთვის დაწერილი ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2 000 ლარი, ხოლო მინიმალური 200 ლარი იყო.