ბათუმის მერიასთან ა/ო „ალტერნატივას” წევრებმა საბურავები მიიტანეს

682

ბათუმის მერიასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას” წევრებმა საბურავები და ავტომობილის ნაწილები მიიტანეს.

მათი განცხადებით, ბათუმი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება, ცენტრალური და გარე ქუჩები დაზიანებულია, ქუჩებზე არსებული ორმოები ტრანსპორტს აზიანებს.

„ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მუდმივ მივლინებებში იმყოფება და როგორც ჩანს ვერ ხედავს, რომ ქალაქში ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე ორმებია.

ბათუმის მერს ფოტოები მოვუტანეთ, სადაც ნათლად ჩანს ქალაქში არსებული პრობლემები.

აქ მოტანილი საბურავები და ავტომობილის ბამპერი მიუთითებს, რომ ქალაქში ორმობი ტრანსპორტს აზიანებს და ქვეითებს გადაადგილებაში ხელს უშლის. ტურისტულო სეზონი მოდის, ქალაქი მოუმზადებელი ხვდება”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხათუნა ბერიძემ.