საქართველოს პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

66

6 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოსმენა 12:00 საათზე იგეგმება.

ვიცე-პრემიერი 2019 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრებს.

ცნობისთვის, „მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.