თბილისის მიკროავტობუსების პარკი 2018 წლიდან უნდა განახლდეს

739

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განaცხადა, 2018 წლიდან მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილის განახლების აქტუალურობის საკითხი დგება, ვინაიდან სამარშრუტო ტაქსებს განსაზღვრული საექსპლუატაციო ვადა აქვს, რომელიც სწორედ ამ პერიოდისთვის იწურება.

მისივე განმარტებით, თბილისის მიკროავტობუსების განახლება არ ნიშნავს, რომ მიკროავტობუსების ფერი და მარკა შეიცვლება.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ქალაქში ოპერირება 2011 წლიდან დაიწყო. მაშინ შვიდწლიანი ვადა იყო განსაზღვრული, რომლის შემდეგაც უნდა მოხდეს განახლება. მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსის ახლით ჩანაცვლება აქამდეც მომხდარა, მაგრამ უფრო აქტუალური 2018 წლიდან იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიკროავტობუსის ფერი და მარკა შეიცვლება. მომავალი წლიდან ეს თემა აქტუალური ხდება“, – განაცხადა ლექვინაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი