“ჯივიპიმ” ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

63

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ჯივიპიმ წყალარინების 300 მეტრი სიგრძის ძველი, ამორტიზირებული ქსელი სრულად შეცვალა და ახალ ქსელზე 11 საკვანძო ჭა მოაწყო.

კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 500 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ამ ეტაპისთვის წყალარინების ახალი სისტემა ექსპლუატაციაში უკვე შესულია.

რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, ზესტაფონის ქუჩაზე, ქალაქის მერია გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განხორციელებს.