თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის სოფელ დიღომში ბინების აშენებას გეგმავს

745

თბილისის მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტი სოფელ დიღომში განხორციელდება და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 5616 კვ. მეტრს შეადგენს. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის გადასაცემი ფართის (თეთრი კარკასის მდგომარებით) მინიმალური ოდენობა 2600 კვ. მეტრია.

დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მომსახურების სივრცეში. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2020 წლის 28 თებერვალის 18:00 საათია.

ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით აქამდე, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა 9 გამარჯვებული კომპანია, რომელმაც საერთო ჯამში დაზარალებულებს 58 300 კვ.მ ფართი, თეთრი კარკასის მდგომარეობი თუნდა გადასცეს.