რამდენით განისაზღვრა გურჯაანის სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის სუბსიდია

542

გურჯაანის სამხატვრო სკოლა 2020 წელს 36 300, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი კი 45 500 ლარით დაფინანსდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

გაერთიანებიდან გამოყოფის შემდეგ ცალკე ა(ა)იპ-ებად ჩამოყალიბებული ორგანიზაციების სუბსიდია გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

დეპუტატებმა ასევე 2020 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გასული წლის ბიუჯეტიდან შემორჩენილი ნაშთის ასახვას დაუჭირეს მხარი.

57 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე გადანაწილდა. ამ თანხით მერია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს შეიძენს.