სახელმწიფომ აუქციონზე სამცხე-ჯავახეთიდან 10 საბადო გაიტანა – ნახეთ სრული სია

55

სამცხე-ჯავახეთში მდებარე 10 საბადოს ლიცენზიის მოპოვების საწყისი ფასი ჯამში 30 მლნ ლარზე მეტია. თითოეულ საბადოზე ინვესტორს აქვს ვალდებულება განახორციელოს გარკვეული ღირებულების ინვესტიცია და შექმნას სამუშაო ადგილები. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ასე ჰქვია ეკონომიკის სამინისტროსა და წიაღის სააგენტოს ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით შეირჩა და აუქციონზე გავიდა სხვადასხვა რეგიონში მდებარე 100–მდე საბადოს ლიცენზია.

ლიცენზიის გაცემის ვადა მინერალური წყლის საბადოზე 25, სხვა დანარჩენ საბადოებზე კი 20 წელია.

იხილეთ სამცხე-ჯავახეთში მდებარე საბადოების სრული სია:

ახალციხე

სოფელ ანდრიაწმინდა ოდუნდის ტუფობრექჩიის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 321 210 ლარი. ინვესტორი ვალდებულია განახორციელოს 2 მლნ ლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 25 ადამიანი.

სოფელი წყორძა – ქისათიბის დიატომიტის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 9 565 157 ლარი. ინვესტორი ველდებულია 50 ადამიანი დაასაქმოს და 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

სოფელი ურაველი – მინერალური წყლის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 424 695 ლარი. ინვესტორმა მინერალური წყლის საბადოზე 10 ადამიანი უნდა დაასაქმოს. ინვესტიციის ღირებულება კი 3,5 მლნ ლარია.

ადიგენი

სოფელ ბენარასთან – ჩურჩუტო-ბეტონიტური თიხის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 14 291 763 ლარი. ინვესტორი ვალდებულია დაასაქმოს 50 ადამიანი და დახარჯოს არანაკლებ 5 მლნ.

ბორჯომი

სოფელ ვარდგინეთში მინერალური წყლის საბადო. ლიცენზიის საწყისი ფასი – 10 000 ლარი. საინვესტიციო ვალდებულება: ინვესტორმა არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა დახარჯოს და დაასაქმოს 40 ადამიანი.

ახალქალაქი

სოფელ მოდეგას ვულკანური წიდის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 3 686 712 ლარი. ინვესტორი ვალდებულია დაასაქმოს 50 ადამიანი და განახორციელოს 5 მლნ ლარის ინვესტიცია.

სოფელი ოკამი – ვულკანური წიდის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 346 603 ლარი. ინვესტორი ვალდებულია: დაასაქმოს 15 ადამიანი და განახორციელოს 2 მლნ. ლარის ინვესტიცია.

ნინოწმინდა

სოფელ ფოკაში ვულკანური წიდის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 1 325 359 ლარი. ინვესტორი ვალდებულია დაასაქმოს 15 ადამიანი და განახორციელოს 2 მლნ ლარის ინვესტიცია.

სოფელ განძაში ავჭალის ტორფის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 55 865 ლარი. ინვესტორი ვალდებულია დაასაქმოს მინიმუმ 15 ადამიანი და განახორციელოს არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია.

სოფელ ხანჩალში ტორფის საბადოს ლიცენზია. საწყისი ფასი – 13 802 ლარი. ინვესტორი ვალდებულია: დაასაქმოს 15 ადამიანი და განახორციელოს 200 000 ლარის ინვესტიცია.