ლისის ტბის ტერიტორიაზე მშენებლობებზე შეზღუდვები უახლოეს მომავალში მოიხსნება

836

ლისის ტბის ტერიტორიაზე მშენებლობებზე შეზღუდვები უახლოეს მომავალში მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მესაკუთრეებს მიეცემათ გაიდლაინები, თუ როგორ უნდა მოხდეს იქ განაშენიანება.

“ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა მშენებლობის შეზღუდვა, რომ მომხდარიყო გეგმარება, რომ არ მოხდეს ქაოტური მშენებლობა, რადგან განაშენიანება არის შედეგი, რომელიც ვეღარ გამოსწორება. ჩარჩო გეგმა მომზადებულია, დასრულებულია და უახლოეს მომავალში შეზღუდვები მოიხსნება და მიეცემა გაიდლაინები მესაკუთრეებს, თუ როგორ უნდა მოხდეს იქ განაშენიანება”, – განაცხადა ხმალაძე.