თბილისის მერია სტრასბურგში წარსადგენი საიმიჯო ვიდეოს დამზადებაში 120 ათას ლარს დახარჯავს

68

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე თბილისის შესახებ საიმიჯო ვიდეოს დამზადებაში 120 ათასი ლარი დაიხარჯება. ვიდეორგოლი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით დამზადდება. ამის შესახებ on.ge წერს.

თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს ინფორმაციით, ვიდეორგოლის ხანგრძლივობა 2,5 წთ-დან 4 წუთამდე იქნება. უწყება განმარტავს, რომ კლიპში ასახული იქნება თბილისის ტურისტული პოტენციალი, მოგზაურობის უპირატესობები, კულტურა, არქიტექტურა და ისტორია.

ვიდეორგოლის ჩვენება 2020 წლის 17 მარტს სტრასბურგში იგეგმება