იაპონიის სწრაფი კვების 1 000-მდე ობიექტში ქართული კერძი “შქმერული” იყიდება

2014

დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას 1 000-მდე ფილიალში ქართული კერძი, შქმერული გაიყიდება, – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩომ გუშინ გაავრცელა.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია.

ცნობისთვის, შქმერული ძველი რაჭული კერძია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კერძია ქართულ რესტორნებში. ხოლო, რაც შეეხება შქმერულის სახელწოდებას ის რაჭის სოფელ შქმერიდან მოდის.