ტრენინგი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

838

ხაშურის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების, ასევე მუნიციპალური ა(ა)იპ-ების წარმომადგენელთათვის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ფარგლებში გაიმართა. ტრენერებმა თეა თედლიაშვილმა და ნინო ბიბილეიშვილმა მსმენელებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა თვითმმართველობების ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან და სხვ. ტრენინგის მონაწილეებს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოც დაურიგდათ.