გორის მერიამ საჯარო მოხელეების გადასამზადებლად ტენდერი გამოაცხადა

881

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სატრენინგო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საჯარო მოხელეების მენეჯერული უნარების განვითარებისთვის გორის მერიამ 16 800 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სატრენინგო მომსახურებაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ტრენინგის საგანი: სტრატეგიული მართვა – დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება); მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა. გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე; პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა; საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები;

II. კომპეტენციები:ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი; სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი; თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი; გუნდის განვითარების უნარი; პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი

გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უნდა მოახდინოს.

ტრენინგს 20 თანამშრომელი გაივლის.