გორში ახლადრეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა

36

გორის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები და სპორტული მოედანი მოწესრიგდა.

“პირველ სკოლასთან ერთად 2019 წელს 24 სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. სამუშაოები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 1 611 432 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხიდან 326 000 ლარი პირველ სკოლას მოხმარდა”, – განმარტეს გორის მერიაში.