გორის მერიას კიდევ ერთი შტატგარეშე თანამშრომლის აყვანა სურს

81

გორის მუნიციპალიტეტის მერია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებას ითხოვს, – ამის შესახებ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც განკარგულების პროექტში ვკითხულობთ, მერიას თანამშრომელი სოფელ კარალეთში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის სჭირდება.

“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორალური რეგისტრაციის, სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის და იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომელიც ხორციელდება საპილოტე პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია. საპილოტე პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთშიც,ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ განსახირციელებელი რიგი საქმიანობები”, – წერია განკარგულებაში.

აღნიშნული საქმიანობების ჩასატარებლად, მერია ითხოვს ერთი პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებას.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულია 21 პირი.